18-წლამდელები

14:05 | 17.03.2016 | ნანახია 1520 - ჯერ

ჯერ უმცროსები, მერე უფროსები

ვიდრე 19 მარტს დინამოზე ბორჯღალოსნები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალურ რკენაში რუმინელ მუხებ უმასპინძლებენ, ერთი დღით ადრე, 18 მარტს უმცროსი ბორჯღალოსნები ევროპის ჩემპიონატის პირველ ტურში (მეოთხედფინალები) რუმინეთის ასაკობრივ ნაკრებს ეთამაშებიან. მატჩი საქართველოს დროით 16 საათზე დაიწყება. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს კი ინტერნეტით ‘რაგბი ევროპის’ ვიდეო პორტალი RUGBYEUROPE.TV შემოგვთავაზებს.

18-წლამდელები 12 მარტს ლისაბონში ჩავიდნენ და ადგილზე განაგრძობენ ჩემპიონატისთვის მზადებას. ლისაბონამდე მათ წინა სატურნირო შეკრება საფრანგეთში, ფრანგული ტოპ 14-ის კლუბ კლერმონის ასაკობრივ გუნდთან ერთად გაიარეს. შეკრების დასრულების შემდეგ 18-წლამდელთა სამწვრთნელო შტაბმა ნაკრების სატურნირო რაზმი დაასახელა.

ევროპის ჩემპიონატი

2016 წლის 18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი 17-27 მარტს გაიმართება ლისაბონში გაიმართება, რომელშიც ყოფილი ელიტ დივიზიონის მსაგვსად 8 გუნდი მიიღებს მონაწილეობას და მეოთხედფინალური ეტაპით დაიწყება. შეგახსენებთ, რომ უმცროსი ბორჯღალოსნები ევროპის მოქმედი ვიცე-ჩემპიონები არიან. შარშან, მათ ფინალში დათმეს საფრანგეთთან, მანამდე კი მეოთხედიფალში და ნახევარფინალში, შესაბამისად, ირლანდიასა და იტალიას სძლიეს.

წლევანდელ ჩემპიონატში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს ირნლანდიის, ინგლისის, უელსის, შოტლანდიისა და იტალიის ასაკობრივმა ნაკრებებმა. შესაბამისად ელიტ დივიზიონიდან მხოლოდ საფრანგეთი, საქართველო და პორტუგალია დავრჩით, ხოლო გათამაშებას რუმინეთი, რუსეთი, გერმანია, ესპანეთი და პორტუგალია დაემატნენ.

რაგბი ევროპის 18-წლამდელთა ჩემპიონატის გვერდი, ფეისბუქი, თვითერი

მატჩების განრიგი

ტურნირი ტრადიციულად სამ ეტაპად - მეოთხედფინალი, ნახევარფინალი, ფინალი - გაიმართება. შესაბამისად სამი სამატჩო დღე: 18, 22 და 26 მარტი.

>> საქართველო - რუმინეთი (18-წლამდელები) 18/03/2016, 16:00

ლაივსთრიმი

წლევანდელი ტურნირის ყველა მატჩის ლაივსთრიმი, გარდა მატჩისა მე-5 ადგილისათვის, გაიმართება ‘რაგბი ევროპის’ ვიდეო პორტალზე RUGBYEUROPE.TV

rugby.ge


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.090285