ამბები

17:12 | 1.03.2015 | ნანახია 1434 - ჯერ

“ყოჩებმა” პრემია დაკარგა

საქართველოს ჩემპიონატის ლიდერმა, ბოლნისის “ყოჩებმა” შეირგო საჩუქარი გორის “ჯიქებისგან”, ვინც გუშინ ლიდერის უახლოესი მდევარი “ბათუმი” მალთაყვაში დაამარცხა და “არმიის” 27:15 დამარცხებით, უპირატესობა 9 ქულამდე გაზარდა.

ბოლნისელებს ყველა წინაპირობა ჰქონდათ, რომ მეტოქე პრემიალური ქულით დაემარცხებინათ და რეგულარული გათამაშების დასრულებამდე სამი ტურით ადრე, ეს უპირატესობა 10-ქულიანი ყოფილიყო. “ავჭალაზე” გამართული მატჩის დებიუტში ანგარიში ლელოთი ირაკლი გეგენავამ გახსნა და მანვე მეორე ლელოც მიითვალა, ხოლო მესამე ლელო გიორგი ხარშილაძემ გაიტანა და “ყოჩები” 24:3 დაწინაურდა. ამის შემდეგ ბოლნისური კლუბი მოეშვა, “არმიამ” ორი საპასუხო ლელო გაიტანა და მართალია თავად ამით არაფერი მოემატა, მაგრამ მეტოქეს პრემიალური ქულის აღების საშუალება არ მისცა – 27:15.

რუსთავში მოულოდნელი მარცხი განიცადა “ხარებმა”, რომელმაც “არმაზს” უმასპინძლა. რუსთაველებმა ორი ლელო გაიტანეს და თავად მხოლოდ ერთი გაუშვეს, მაგრამ თბილისელებმა კარში უკეთ ურტყეს და 16:15 იმარჯვეს. შედეგად, “ხარები” მხოლოდ პრემიალურ ქულას დასჯერდა და ერთ დროს მეორეადგილოსანი უკვე მე-6 საფეხურამდე დაეშვა. რუსთაველებს ჯერჯერობით კომფორტული უპირატესობა აქვთ, მაგრამ მომდევნო ტურში უახლოეს მდევარს ეთამაშებიან და თუ დამარცხდნენ, პლეიოფში გასასვლელად მათი მდგომარეობა დამძიმდება.

საქართველოს მორაგბეთა XXV ეროვნული ჩემპიონატი

XV ტური

1 მარტი

თბილისი. “ავჭალა”. 700 მაყურებელი

არმია (თბილისი) - ყოჩები (ბოლნისი) 15:27

არმია: 2 ლელო - ჯიმუხაძე, ტუჩაშვილი; 1 გარდასახვა - მეკოკიშვილი; 1 ჯარიმა - მეკოკიშვილი

ყოჩები: 3 ლელო - გეგენავა (1, 2), ხარშილაძე; 3 გარდასახვა - სოხაძე; 2 ჯარიმა - სოხაძე

რუსთავი. ახალი 300 მაყურებელი

ხარები (რუსთავი) - არმაზი (თბილისი) 15:16

ხარები: 2 ლელო - ცხადაძე, მელიქიძე; 1 გარდასახვა - მელიქიშვილი; 1 ჯარიმა - მელიქიშვილი; 1 სინბინი - თაგაური

არმაზი: 1 ლელო - მისრიაშვილი; 1 გარდასახვა - კიკნაძე; 1 არეკნი - კიკნაძე; 2 ჯარიმა - ნიკოლავა, კიკნაძე; 1 წითელი ბარათი - ბუკია

1.

ყოჩები

15

12

1

2

343:202

53

3

2

ლელო-სარასენსი

15

9

3

3

293:202

44

2

3.

ბათუმი

15

9

1

5

303:218

44

6

4.

აია

15

8

0

7

299:232

39

7

5.

ლოკომოტივი

15

7

1

7

276:234

38

8

6.

ხარები

15

7

2

6

299:216

37

5

7.

ჯიქები

15

6

2

7

213:219

30

2

8.

არმაზი

15

6

1

8

238:292

28

2

9.

არმია

15

4

1

10

190:334

21

3

10.

თიბიეს უნივერსიტეტი

15

1

0

14

181:486

7

3

მომდევნო ტური. 7-8 მარტი

არმაზი - თიბიეს უნივერსიტეტი; ლოკომოტივი - არმია; ყოჩები - ლელო-სარასენსი; აია - ბათუმი; ჯიქები - ხარები


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.687672