ამბები

21:03 | 28.02.2015 | ნანახია 4286 - ჯერ

საქართველომ ესპანეთი დაამარცხა

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის მე-3 ტურში ესპანეთი მადრიდში 26:13 დაამარცხა და რადგან რუმინეთი რუსეთთან დამარცხდა (13:16), სატურნირო ცხრილში კუთვნილი პირველი ადგილი დაიბრუნა.

პირველი ტაიმი დაძაბული გამოდგა, ესპანეთის ორჯერ დაწინაურდა, ჯერ ჯარიმით და მერე ლელოთი, მერაბ კვირიკაშვილმა ჯარიმით და გარდასახვით ორივეჯერ აღადგინა წინასწორობა (ლელო ზურაბ ჟვანიამ გაიტანა), მერე სტუმრები ჯარიმით დააწინაურა, მაგრამ მასპინძლებმა შესვენებამდე წონასწორობა აღადგინეს - 13:13.

“ბორჯღალოსნები” ბევრ შეცდომებს უშვებდნენ, მაგრამ მეორე ტაიმში 13 ქულის აღება ისევ მოახერხეს, თანაც თავად ქულა აღარ გაუშვეს და საბოლოოდ 26:13 იმარჯვეს. ქართველთა უპირატესობა ორი ჯარიმით კვირიკაშვილმა გაზარდა, მერე ესპანეთმა გაიბრძოლა, მაგრამ სტუმრებმა თავი კარგად დაიცვეს და სულ ბოლოს დავით კაჭარავას ლელოთი და კვირიკაშვილის გარდასახვით საბოლოო შედეგი დააფიქსირეს.

მეორე ტაიმში დაძაბულობამ პიკს რომ მიაღწია რეფერიმ ერთი ესპანელი და ორი ქართველი მორაგბე გაასინბინა - გიორგი ნემსაძე და ლევან დათუნაშვილი.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.085758