როგორც ჩანს, “ჯიქებს” “ბათუმი” ძალიან კარგად ჰყავს შესწავლილი და ყველაზე უკეთ იცის ეს გუნდი როგორ დაამარცხოს. 2014 წლის 13 ოქტომბერს, “ჯიქებმა” ზღვისპირელებს 26:21 აჯობა და მას შემდეგ “ბათუმმა” რვამატჩიანი წაუგებელი სერია გამოაცხო, რის შედეგადაც სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზე აღზევდა.
მე-15 ტურში “ბათუმი” გორელებს, რომელთაც პლეი ოფში გასვლის მხოლოდ თეორიული შანსი დარჩათ, მალთაყვაში დაუხვდა და მოგებით ლიდერთან ჩამორჩენის შანსი ჰქონდა, მაგრამ მათი წაუგებელი სერია ისევ “ჯიქებმა” შეწყვიტა და მასპინძელთა გუნდი 20:16 დაამარცხა. კონკურენტის მარცხით კარგად ისარგებლა საქართველოს ჩემპიონმა “ლელო-სარასენსმა”, რომელმაც მარტყოფში ქუთაისის “აიას” 20:13 მოუგო, “ბათუმს” ქულებით გაუტოლდა და ურთიერთშეხვედრებით უკან მოიტოვა.
ქუთაისელებს 2015 წელს სამი თამაშიდან სამი მოგება ჰქონდათ, მაგრამ სერიის გაგრძელება ვეღარ შეძლეს. მათ პრემიალური ქულა ჩაიწერეს და მე-4 ადგილზე გამაგრდნენ. პრემიალური ქულით, 45:19 მოუგო “თიბიეს უნივერსიტეტს” “ლოკომოტივმა”, რომელმაც პოზიციები მნიშვნელოვნად გაიმყარა და ახლა მხოლოდ ისღაა საკითხავი, პლეი ოფში რომელი ადგილით გავა.
ტურის დარჩენილი ორი თამაში 1 მარტს გაიმართება. “არმია” ბოლნისის “ყოჩებს” “ავჭალაზე” ეთამაშება, ხოლო “ხარები” რუსთავში “არმაზს” დაუხვდება.
საქართველოს მორაგბეთა XXV ეროვნული ჩემპიონატი
XV ტური
28 თებერვალი
ფოთი. მალთაყვა. 100 მაყურებელი
ბათუმი (ბათუმი) - ჯიქები (გორი) 16:20
ბათუმი: 1 ლელო - ჯიმშელაძე; 1 გარდასახვა - კობახიძე; 3 ჯარიმა - კობახიძე
ჯიქები: 2 ლელო - გაბროშვილი, მამრიკიშვილი; 2 გარდასახვა - ხარაზიშვილი; 2 ჯარიმა - ნინიძე, ხარაზიშვილი
თბილისი. “ავჭალა”. 500 მაყურებელი
თიბიეს უნივერსიტეტი (თბილისი) - ლოკომოტივი (თბილისი) 19:45
თიბიესი: 1 ლელო - ღამბაშიძე; 1 გარდასახვა - მჭედლიშვილი, 4 ჯარიმა - მჭედლიშვილი
ლოკომოტივი: 7 ლელო - ფ. გასვიანი (1, 6), წიკლაური (2, 4 ,7), კალანდაძე (3, 5); 5 გარდასახვა - კალანდაძე (4), წუკლაური
მარტყოფი. 150 მაყურებელი
ლელო-სარასენსი (თბილისი) - აია (ქუთაისი) 20:13
ლელო-სარასენსი: 2 ლელო - ლომთაძე, კაჭარავა; 2 გარდასახვა - ყიასაშვილი; 2 ჯარიმა - ყიასაშვილი
აია: 1 ლელო - საჯარიმო; 1 გარდასახვა - ჯინჭველაშვილი, 2 ჯარიმა - ჯინჭველაშვილი; 1 სინბინი - მატკავა; 1 გაძევება - მატკავა
1. | ყოჩები | 14 | 11 | 1 | 2 | 316:187 | 49 | 3 |
| |||||
2 | ლელო-სარასენსი | 15 | 9 | 3 | 3 | 293:202 | 44 | 2 |
| |||||
3. | ბათუმი | 15 | 9 | 1 | 5 | 303:218 | 44 | 6 |
| |||||
4. | აია | 15 | 8 | 0 | 7 | 299:232 | 39 | 7 |
| |||||
5. | ლოკომოტივი | 15 | 7 | 1 | 7 | 276:234 | 38 | 8 |
| |||||
6. | ხარები | 14 | 7 | 2 | 5 | 284:200 | 36 | 4 |
|
|
|
|
| 36 |
7. | ჯიქები | 15 | 6 | 2 | 7 | 213:219 | 30 | 2 |
| |||||
8. | არმაზი | 14 | 5 | 1 | 8 | 222:277 | 24 | 2 |
| |||||
9. | არმია | 14 | 4 | 1 | 9 | 175:307 | 21 | 3 |
| |||||
10. | თიბიეს უნივერსიტეტი | 15 | 1 | 0 | 14 | 181:486 | 7 | 3 |
|
1 მარტი
თბილისი. “ავჭალა”. 14:00 საათი
არმია (თბილისი) - ყოჩები (ბოლნისი)
რუსთავი. ახალი 14:00 საათი
ხარები (რუსთავი) - არმაზი (თბილისი)
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია