ამბები

23:10 | 25.02.2015 | ნანახია 3059 - ჯერ

ესპანეთი-საქართველო, დარჩა 3 დღე

3 დღის შემდეგ რაგბი ევროპის ჩემპიონატის 2015 წლის გათამაშების მესამე ტურის მატჩი გაიმართება - 28 თებერვალს ბორჯღალოსნები მადრიდში ესპანეთის ნაკრებს ებურთავებიან. შეხვედრა უნივერსიტეტის სტადიონზე თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება.

ბორჯღალოსნები ორშაბათიდან ბარსელონასთან, რაგბის კლუბ ‘უნიო სპორტივა სანბოიანას’ ბაზაზე შაბათის მატჩისთვის ემზადებიან. კვირის დასაწყისშა გახდა ცნობილი დავით ზირაქაშვილის კუნთის ტრავმის შესახებ. საბედნიეროდ ზიანი ნაკლებად სერიოზულია და სრული რეაბილიტაციისთვის სამ კვირამდე არის საჭირო.ლაშა მალაღურაძის მხრის ტრავმასაც დაახლოებით ამდენივე ხანი დასჭირდება.

ამასობაში სამწვრთნელო შტაბმა რაზმში ლევან დათუნაშვილისა და მერაბ შარიქაძის‘ორიაკის’ ახალგაზრდა შერკინების ბურჯს, ნიკოლოზ ხატიაშვილს უხმო.

ესპანეთი-საქართველოს მატჩ პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის 1არხი შემოგვთავაზებს - 28 თებერვალი 19:00სთ

საქართველოს ფარგლებს მატჩის ყურება შემდეგ ბმულზეა შესაძლებელი:http://1tv.ge/ge/live.html

rugby.ge


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.094377