28 თებერვალს, საქართველოს ეროვნული ნაკრები რაგბი ევროპის 2015 წლის გათამაშების მესამე ტურში ესპანეთს მადრიდში ესტუმრება. მატჩი უნივერსიტეტის სტადიონზე თბილისის დროით 19 საათზე დაიწყება. ბორჯღალოსნებმა პირველი ორი მატჩი მოიგეს, მაგრამ გათამაშების ცხრილში პირველი ადგილი რუმინეთს დაუთმეს ერთი ქულით, რადგან მუხებმა ესპანეთი ბონუსით დაამარცხეს.
რაზმის განახლებები
ჩვენი ნაკრები კვირას ბარსელონაში გაემგზავრება, სადაც მატჩამდე 5-დღიან შეკრებას გაივლის. სამწვრთნელო შტაბმა რაზმში დამატებით ორ მოთამაშეს უხმო: სიმონ მაისურაძე და ანტონ ფეიქრიშვილი ტრავმირებულების – შალვა მამუკაშვილისა და დავით ქუბრიაშვილის ნაცვლად გამოიძახეს. გარდა ამისა, რაზმში უხმეს ვაჟა ხუციშვილსაც, რომელმაც პირველი ორი შეხვედრა ფეხის კუნთის მცირე ტრავმის გამო გამოტოვა.
“სწორედ ტრავმის გამო ვერ მოხერხდა თავიდან ხუციშვილის გამოძახება, რამაც ვასილ ლობჟანიძის საქმეში ნახვის შესაძლებლობა მოგვცა. მოგეხსენებათ, ვაჟამ კარგად ითამაშა იაპონიის წინააღმდეგ და ამჯერად კიდევ ერთი შანსი ეძლევა თავის გამოსაჩენად. ესპანეთის მატჩის შემდეგ ფაქტიურად სამივე 9 ნომერი ნანახი გვეყოლება და მეტ-ნაკლებად შეგვექმნება წარმოდგენა იმაზე, თუ რომელ ორს დავუძახებთ გათამაშების ბოლო ორ შეხვედრაში“ – განაცხადა მილტონ ჰეიგმა.
გასვლაზე რთულ მეტოქესთან
“ესპანეთთან ყოველთვის რთულია თამაში. ჩემი მწვრთნელობის დროს აგერ უკვე ორჯერ ვესტუმრეთ და როგორც გახსოვთ, პირველი შეხვედრა დავთმეთ, ბოლო ჩასვლაზე კი მხოლოდ მეორე ტაიმში შევძელით გამარჯვების მოპოვება. აქედან გამომდინარე, მადრიდში ადვილი თამაში არ გველის. მიუხედავად ყველაფრისა, მათ უნდა ვაჯობოთ. ასეთ მოწინააღმდეგესთან აუცილებლად უმაღლეს დონეზე უნდა გამოვიყენოთ ჩვენი უნარები და თუ ამას შევასრულებთ, ანგარიში თავისთავად გაიზრდება.
“ესპანეთის ნაკრებს ტრადიციულად ძლიერი ხაზის მოთამაშეები ჰყავს. ამავდროულად ჩვენმა ხაზმაც გააუმჯობესა თამაში, მაგრამ კიდევ ბევრი რამ გვაქვს დასახვეწი ამ ასპექტში – განსაკუთრებით ის ბოლო პასები, რომლებსაც ლელო უნდა მოჰყვეს. საბედნიეროდ, გვყავს მოთამაშეები, რომლებსაც ეს სისტემა კარგად ესმით.
“გერმანიასთან გამართულმა თამაშმა გვანახა, თუ რამდენად კარგად შეგვეძლო კონტრ–შეტევის განხორციელება. პორტუგალიასთანაც ვუტევდით, მაგრამ დაგვირგვინება არ გამოგვდიოდა. მწვრთნელები განვაგრძობთ ამ კუთხით მუშაობას და ვეცდებით, რომ ბოლო ფაზაში გუნდმა უკეთესად ითამაშოს.”
ტრავმირებული მოთამაშეები
პორტუგალიასთან შალვა მამუკაშვილმა მუხლი დაიზიანა. მას წუხელ მენისკის ოპერაცია გაუკეთეს და ვარჯიშის დაწყება სავარაუდოდ ორ–სამ თვეში შეეძლება.
სამწვრთნელო შტაბის განცხადებით, რაგბი ევროპის წლევანდელი გათამაშების დარჩენილ თამაშებში ნაკრებს სავარაუდოდ ვასილ კაკოვინი, დავით ქუბრიაშვილი და მამუკა გორგოძე დაუბრუნდებიან, ხოლო ჯაბა ბრეგვაძე, ვიტო კოლელიშვილი, თედორე ზიბზიბაძე, დავით ხინჩაგიშვილი და ვახტანგ მაისურაძე ტურნირის ბოლომდე ვეღარ მოახერხებენ გუნდის დახმარებას.
ბორჯღალოსნების რაზმი
ესპანეთი * შაბ 28/02 მადრიდი, უნივერსიტეტი @ 19.00 საქ
No | სახელი და გვარი | კლუბი | დაბ | ბრჯ | მონაგარი |
უკანა ხაზი [ბექები] | |||||
15 | მერაბ კვირიკაშვილი | მონლიუსონ [სფრ ფედ 1] | 1983 | 81 | 12ლ 103გ 106ჯ 3ა [593ქ] |
15 | გიორგი აფციაური | ქუთაისის აია [საქ] | 1994 | 3 | : |
14/11 | სანდრო თოდუა | ლელო სარასენს [საქ] | 1987 | 46 | 5ლ |
14/11 | მურაზ გიორგაძე | არმაზი [საქ] | 1994 | 4 | ლ |
14/11 | ალექსანდრე ხუციშვილი | ბოლნისის ყოჩები [საქ] | 1992 | 1 | ლ |
13/12 | დავით კაჭარავა | ენისეი კრასნოიარსკ [რუს] | 1985 | 78 | 15ლ [4 კაპ] |
13/12 | მერაბ შარიქაძე | ორიაკ [სფრ პრო დ2] | 1993 | 30 | 7ლ [1 კაპ] |
13/12 | თამაზ მჭედლიძე | აჟენ [სფრ პრო დ2] | 1993 | 23 | 4ლ |
10 | ლაშა მალაღურაძე | ბანიერ [სფრ ფედ 1] | 1986 | 53 | 3ლ 27გ 20ჯ 3ა [138ქ] |
10 | ლაშა ხმალაძე | ლელო სარასენს [საქ] | 1988 | 36 | 5ლ 4გ [33ქ] |
9 | ვაჟა ხუციშვილი | რუსთავის ხარები [საქ] | 1993 | 14 | : |
9 | ვასილ ლობჟანიძე | არმაზი [საქ] | 1996 | 2 | : |
შერკინება [ფორვარდები] | |||||
2 | სიმონ მაისურაძე | ვალანს [სფრ ფედ 1] | 1986 | 28 |
|
2 | ზურაბ ჟვანია | სტად ფრანსეზ [სფრ ტოპ 14] | 1991 | 15 | 5ლ |
1/3 | დავით ზირაქაშვილი | კლერმონ [სფრ ტოპ 14] | 1983 | 46 | 9ლ [1 კაპ] |
1/3 | მიხეილ ნარიაშვილი | მონპელიე [სფრ ტოპ 14] | 1990 | 23 | ლ |
1/3 | ლევან ჩილაჩავა | ტულონ [სფრ ტოპ 14] | 1991 | 20 | 3ლ |
1/3 | ანტონ ფეიქრიშვილი | ბრივ [სფრ ტოპ 14] | 1987 | 12 |
|
1/3 | კახა ასიეშვილი | ბრივ [სფრ ტოპ 14] | 1987 | 7 | : |
4/5 | გიორგი ჩხაიძე | ლილ [სფრ ფედ 1] | 1981 | 79 | 10ლ [1 კაპ] |
4/5 | ლევან დათუნაშვილი | ორიაკ [სფრ პრო დ2] | 1983 | 64 | 3ლ |
4/5 | გიორგი ნემსაძე | ტარბ [სფრ პრო დ2] | 1984 | 46 | 9ლ |
4/5 | კოტე მიქაუტაძე | ტულონ [სფრ ტოპ 14] | 1991 | 28 | ლ |
6/7/8 | შალვა სუთიაშვილი | მასი [სფრ პრო დ2] | 1984 | 45 | ლ [4 კაპ] |
6/7/8 | დიმიტრი ბასილაია | პერპინიონ [სფრ პრო დ2] | 1985 | 38 | 6ლ |
6/7/8 | გიორგი თხილაიშვილი | ბათუმი [საქ] | 1991 | 18 | ლ |
6/7/8 | ბექა ბიწაძე | ლოკომოტივი [საქ] | 1991 | 10 | 3ლ |
6/7/8 | ლაშა ლომიძე | ბეზიე [სფრ პრო დ2] | 1992 | 7 | ლ |
სამწვრთნელო შტაბი | |||||
| მილთონ ჰეიგ | მთავარი მწვრთნელი | [ზელ] |
|
|
| ილია მაისურაძე | მწვრთნელი |
|
|
|
| ილია ზედგინიძე | მწვრთნელი |
|
|
|
| ირაკლი მაჩხანელი | მწვრთნელი |
|
|
|
| მაიქლ ბრედლი | მწვრთნელი | [ირლ] |
|
|
| დიდიე ბეს | მწვრთნელი | [სფრ] |
|
|
| ვასილ აბაშიძე | მენეჯერი |
|
|
|
rugby.ge
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია