საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ევროპის ჩემპიონატის მეორე ტურის მატჩში პორტუგალიას პირველი ტაიმის შემდეგ ანგარიშით 14:9 ამარცხებს.
ქართველებმა შეხვედრა აქტიურად დაიწყეს და პირველივე წუთზე დავით კაჭარავას მიერ დადებული ლელოთი დაწინაურდნენ, გარდასახვა მერაბ კვირიკაშვილმა ზუსტად ვერ შეასრულა. ამის შემდეგ პორტუგალიელებმა ორჯერ საჯარიმო დარტყმა გარდასახეს და მე-16 წუთზე უკვე დაწინაურდნენ. “ჯვაროსნებმა” 8 წუთში მეკოს საჯარიმო დარტყმით უპირატესობა დაიბრუნეს.
სტუმრებმა პირველი ნახევრის მიწურულს საჯარიმო დარტყმით ანგარიში 9:8 გახადეს. მერაბ კვირიკაშვილმა კი 38-ე და მსაჯის მიერ დამატებულ მესამე წუთზე ორი თავისუფალი დარტყმა გარდასახა და ქართველებმა 40-წუთეული 14:9 მოიგეს.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია