ამბები

20:35 | 13.02.2015 | ნანახია 4886 - ჯერ

შალვა სუთიაშვილი: “გულშემატკივრის იმედი გვაქვს”
მილტონ ჰეიგი: “მჯერა, გამარჯვებას მივაღწევთ”

საქართველოსა და პორტუგალიის მორაგბეთა ნაკრებების შეხვედრის წინ მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის საპრესკონფერენციო დარბაზში გუნდებმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს. პრესკონფერენციის დაწყების წინ საქართველოს ნაკრების მორაგბეებმა ვარჯიში გამართეს, რომლის საწყისი 10 წუთი ჟურნალისტებისა და ფოტორეპორტიორთათვის ღია იყო.

“პორტუგალია საკმაოდ ძლიერი მეტოქეა, თუმცა ქართველი გულშემატკივრების მხარდაჭერას ყოველთვის ვგრძნობთ და რა თქმა უნდა, ხვალინდელ მატჩში ქომაგს გამარჯვების მოპოვებაში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა შეუძლია. რაც შეგვეხება ჩვენ, მორაგბები მაქსიმალურად ვიმოქმედებთ მოედანზე. გუნდი კარგადაა მომზადებული და მხოლოდ გამარჯვებას ვგეგმავთ”, - აღნიშნა ჩვენი გუნდის კაპიტანმა შალვა სუთიაშვილმა.

“სავარჯიშო პროცესი ნაყოფიერად მიმდინარეობს. მეტოქედ საკმაოდ ძლიერი გუნდი გვერგო. იმედი მაქვს, წარმატებული საღამო გველის და კიდევ ერთხელ გავახარებთ ქომაგს”, - განაცხადა მერაბ კვირიკაშვილმა.

“3 წლის წინ დაწყებული საქმე წარმატებით გრძელდება. ჩვენი გუნდი საკმაოდ გაძლიერდა, რაც არამარტო თამაშში, არამედ ძლიერი მორაგბეების სიმრავლითაც აიხსნება. გერმანიასთან გამარჯვების შემდეგ ნაკრების შემადგენლობაში 11 ცვლილება განვახორციელეთ, თუმცა გუნდი არ შესუსტებულა. ნებისმიერ პოზიციაზე დიდი კონკურენციაა და ეს ძალიან მნიშვნელოვანია “, - აღნიშნა საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა.

“მეტოქე ძლიერია. ახალს ვერაფერს ვიტყვი. მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ გამარჯვებისთვის მაქსიმალურად ვიბრძოლეთ. ჩემი გუნდის წევრებში დარწმუნებული ვარ და მჯერა, გამარჯვებას მივაღწევთ”, - დაასრულა საქართველოს ნაკრების დამრიგებელმა.

პრესკონფერენციას ესწრებოდნენ მეტოქე გუნდის წარმომადგენლებიც, მათი თქმით, ხვალ დაძაბული და საინტერესო მატჩი ელით.

“თბილისში არაერთხელ ვყოფილვართ. ყოფილა შემთხვევა გამარჯვება მოგვიპოვებია, თუმცა წაგებული მატჩებიც მახსოვს. იმედი მაქვს, დასახულ მიზანს მივაღწევთ, რაც მხოლოდ გამარჯვებას გულისხმობს”, - აღნიშნა პორტუგალიის ნაკრების ერთ-ერთმა მოთამაშემ.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
1.035622