ამბები

1:25 | 11.02.2015 | ნანახია 4992 - ჯერ

რუმინელებს ქართველების დამარცხების იმედი აქვთ
კარპატელთა რაგბის კავშირის პრეზიდენტი ექვსი ერის გაფართოებას ელის

რუმინეთის რაგბის ფედერაციის პრეზიდენტი ხარალამბი დუმიტრაში დარწმუნებულია, რომ მიმდინარე “რაგბი ევროპის ჩემპიონატის” (ყოფილი ერთა თასი) გამარჯვებული სწორედ მისი ქვეყნის ნაკრები გახდება.

საყოველთაო აზრით, ტურნირის გამარჯვებულის ვინაობა 21 მარტს გაირკვევა, როდესაც რუმინელები ბუქარესტში საქართველოს ნაკრებს დაუხვდებიან, მანამდე კი ფავორიტები დანაკარგის გარეშე უნდა მივიდნენ. დუმიტრაშისვე თქმით, მას სჯერა, რომ მალე ექვსი ერის თასი გაფართოვდება და რვა ერის თასად გარდაიქმნება. ცხადია, საქართველოს და რუმინეთის მიღების ხარჯზე.

“მინდა, გულშემატკივარს ჩვენი გუნდის იმედი ჰქონდეს. ვფიქრობ, გადამწყვეტ მატჩში, რომელიც ბუქარესტში შედგება, საქართველოს დამარცხებას მოვახერხებთ. ისიც მჯერა, რომ ექვსი ერის მონაწილეთა ვანაობა უახლოეს პერიოდში გაიზრდება. საქართველო და რუმინეთი ამ კარზე უკვე დიდი ხანია აკაკუნებენ და ეს რეალობაა და არა – სიზმარი”.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.080999