საქართველოს მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებს, გერმანიის 64:8 დამარცხებამ სარეიტინგო ქულები ვერ შესძინა და მე-15 ადგილზე რჩება. წინსვლის იმედი არც მომავალ კვირაში უნდა გვქონდეს, რადგან სარეიტინგო ქულებს არც პორტუგალიის ძლევა მოგვიტანს.
ერთა თასზე ქართველთა უმთავრესმა მეტოქე რუმინეთმა ლისაბონში პორტუგალია 37:10 დაამარცხა, ამერიკა ჩამოიტოვა და ქართველთა უკან, მე-16 ადგილზეა. პორტუგალიამ ერთი ადგილი დაკარგა და საქართველოს 23-ე პოზიციიდან ეწვევა. ერთი ადგილი დაკარგა რუსეთმაც, რომელსაც ესპანეთმა 43:20 აჯობა. მიუხედავად ამისა, ესპანელები ჯერჯერობით 21-ე ადგილზე რჩებიან, მაგრამ რუსებს უკვე მცირედით ჩამორჩებიან.
ინგლისმა მსოფლიო თასის ჯგუფში თავისი მეტოქე უელსი 21:16 რომ დაამარცხა მნიშვნელოვანი სარეიტინგო ქულებიც მიიღო, მე-3 ადგილამდე დაწინაურდა და ევროპის გუნდებს შორის საუკეთესო მაჩვენებელი აქვს. ირლანდიამ რომში იტალიას დამაჯერებლად კი აჯობა (26:3), მაგრამ მათ შორის ისეთი სხვაობა იყო, ირლანდიელების რეიტინგს არაფერი დატყობია და მე-3 ადგილიც ინგლისს დაუთმო. მიუხედავად მარცხისა, უელსი მე-6 ადგილზე რჩება, მაგრამ შოტლანდიის მძლეველი საფრანგეთი (15:8) მას უკვე ძალიან მიუახლოვდა.
მსოფლიო რაგბის რეიტინგი 9 თებერვლისთვის
- (1). ახალი ზელანდია 93,70
- (2). სამხრეთ აფრიკა 88,23
- (4). ინგლისი 85,83
- (3). ირლანდია 85,48
- (5). ავსტრალია 82,95
- (6). უელსი 80,66
- (7). საფრანგეთი 80,27
- (9). არგენტინა 78,23
- (8). შოტლანდია 78,16
- (10). სამოა 75,39
- (11). იაპონია 74,70
- (12). ფიჯი 74,57
- (13). ტონგა 74,12
- (14). იტალია 71,19
- (15). საქართველო 70,76
- (17). რუმინეთი 68,00
- (16). აშშ 67,61
- (18). კანადა 66,83
- (20). ურუგვაი 63,58
- (19). რუსეთი 62,55
- (21). ესპანეთი 62,22
- (23). ნამიბია 58,27
- (22). პორტუგალია 57,94
- (24). კორეა 57,22
- (25). გერმანია 56,32
- (26). ზიმბაბვე 55,83
- (27). ჰონკონგი 55,79
- (28). მოლდოვა 55,38
- (29). ჩილე 54,54
- (30). ბელგია 54,50
- (31). კენია 53,25
- (32). უკრაინა 52,33
- (33). ჰოლანდია 52,25
- ...
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია