ამბები

18:59 | 7.02.2015 | ნანახია 10610 - ჯერ

საქართველომ გერმანია დიდი ანგარიშით დაამარცხა

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის პირველ შეხვედრაში გერმანია სტუმრად ქალაქ ჰოიზენშტაიმში ანგარიშით 64:8 დაამარცხა. “ჯვაროსნებმა” პირველი ტაიმი 23-ქულიანი (31:8) უპირატესობით მოიგეს, ხოლო მეორე ნახევარში ანგარიში საგრძნობლად გაზარდეს.

ბორჯღალოსნებმა მასპინძლებს 10 ლელო (2 ტექნიკური) დაუდეს, რომლებიდანაც 7 გარდასახეს. გერმანელებმა 8 ქულა ერთი ლელოთი და ერთი არეკნით დააგროვეს.

ქართველები მომდევნო შეხვედრას პორტუგალიასთან მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 14 თებერვალს 17:00 საათზე გამართავენ.

I ტური

7 თებერვალი. ჰოიზენშტამი. “სპორტცენტრუმი”.

გერმანია - საქართველო 8:64

გერმანია: 15. შტეფენ ლიბიგი, 14. მარკ შტრინდერა, 13. კლემენს ფონ გრუმბკო (კაპ.), 12. ანიო ბუკმანი, 11. ჰენდრიკ ფან დერ მერვე, 10. ჯერემი ტეჰიუა, 9. ტიმ მენცელი; 1. მათიას შოსერი, 2. მიკა ტიუმენევი, 3. სემი ფიუხზელი, 4. ფალკ დუე, 5. რობ მეი, 6. უმბერტი პიჟა, 7. რობერტ ჰიტელი, 8. ალან კესენი.

სათადარიგოები: 16. დეილ გარნერი, 17. კრის ჰაუელსი, 18. მარკუს ბენდერი, 19. მიხაელ პომპაიერი, 20. კეომა ბრენერი, 21. პიერ მატიურენი, 22. შონ არმსტრონგი.

მთავარი მწვრთნელი: კობუს პოტხიტერი (სამხრეთ აფრიკა)

საქართველო: 15. გიორგი აფციაური, 14. სანდრო თოდუა, 13. დავით კაჭარავა, 12. მერაბ შარიქაძე, 11. ალექსანდრე ხუციშვილი, 10. ლაშა ხმალაძე, 9. ვასილ ლობჟანიძე; 1. მიხეილ ნარიაშვილი, 2. ზურაბ ჟვანია, 3. დავით ზირაქაშვილი, 4. ვახტანგ მაისურაძე, 5. გიორგი ნემსაძე, 6. გიორგი თხილაიშვილი, 7. შალვა სუთიაშვილი, 8. ბექა ბიწაძე.

სათადარიგოები: 16. შალვა მამუკაშვილი, 17. ლევან ჩილაჩავა, 18. დუდუ ქუბრიაშვილი, 19. კოტე მიქაუტაძე, 20. დიმიტრი ბასილაია; 21. გიორგი ბეგაძე, 22. ლაშა მალაღურაძე, 23. თამაზ მჭედლიძე.

მთავარი მწვრთნელი: მილტონ ჰეიგი (ახალი ზელანდია)

მწვრთნელები: ილია მაისურაძე, ილია ზედგინიძე, ირაკლი მაჩხანელი, მაიკლ ბრედლი (ირლანდია), დიდიე ბესი (საფრანგეთი)

რეფერი: ლორან კარდონა (საფრანგეთი)

კიდეებზე: მაქსიმ შალონი, ბენუა ესკუბე


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.230147