ამბები

17:56 | 7.02.2015 | ნანახია 4296 - ჯერ

გერმანია VS საქართველო 8:31 ტაიმის შემდეგ

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა, რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველი ტურში, გერმანიას პირველ ტაიმში ხუთი ლელო გაუტანა და შესვენებაზე 23-ქულიანი უპირატესობით გავიდა - 31:8.

შეხვედრის დებიუტში მასპინძლებმა ანგარიში არეკნით გახსნეს, რაზეც “ბორჯღალოსნებმა” ძალისმიერ სტილში ჯერ ზურან ჟვანიასი, ხოლო შემდეგ საჯარიმო ლელოთი უპასუხეს და ლაშა ხმალაძემ ორივე გარდასახვა გამოიყენა. წამიერ მოდუნებას გერმანელთა ერთი საპასუხო ლელო მოყვა, გარდასახვა არაზუსტი იყო და 28-ე წუთზე სხვაობა 6 ქულამდე დავიდა (8:14). ტაიმის ბოლოს “ბორჯღალოსნები” ამუშავდნენ და დასკვნით 5 წუთში სამი ლელო გაიტანეს - ჟვანიამ დუბლი შეასრულა, ერთი ალექსანდრე თოდუას ანგარიშზეა, ხოლო ერთი კარგად დაყენებულ მოლს მოყვა. ხმალაძემ ერთი გარდასახვა გამოიყენა

31:8 და საქართველოს ნაკრებმა საწყის 40 წუთში გაინაღდა გამარჯვებაც და პრემიალური ქულაც. ახლა საკითხავი ისღაა, რა სხვაობით დასრულდება შეხვედრა.

რაგბი ევროპის ჩემპიონატი 2015

I ტური

7 თებერვალი. ჰოიზენშტამი. “სპორტცენტრუმი”.

გერმანია - საქართველო 8:31 (I ტაიმის შემდეგ)

გერმანია: 15. შტეფენ ლიბიგი, 14. მარკ შტრინდერა, 13. კლემენს ფონ გრუმბკო (კაპ.), 12. ანიო ბუკმანი, 11. ჰენდრიკ ფან დერ მერვე, 10. ჯერემი ტეჰიუა, 9. ტიმ მენცელი; 1. მათიას შოსერი, 2. მიკა ტიუმენევი, 3. სემი ფიუხზელი, 4. ფალკ დუე, 5. რობ მეი, 6. უმბერტი პიჟა, 7. რობერტ ჰიტელი, 8. ალან კესენი.

სათადარიგოები: 16. დეილ გარნერი, 17. კრის ჰაუელსი, 18. მარკუს ბენდერი, 19. მიხაელ პომპაიერი, 20. კეომა ბრენერი, 21. პიერ მატიურენი, 22. შონ არმსტრონგი.

მთავარი მწვრთნელი: კობუს პოტხიტერი (სამხრეთ აფრიკა)

საქართველო: 15. გიორგი აფციაური, 14. სანდრო თოდუა, 13. დავით კაჭარავა, 12. მერაბ შარიქაძე, 11. ალექსანდრე ხუციშვილი, 10. ლაშა ხმალაძე, 9. ვასილ ლობჟანიძე; 1. მიხეილ ნარიაშვილი, 2. ზურაბ ჟვანია, 3. დავით ზირაქაშვილი, 4. ვახტანგ მაისურაძე, 5. გიორგი ნემსაძე, 6. გიორგი თხილაიშვილი, 7. შალვა სუთიაშვილი, 8. ბექა ბიწაძე.

სათადარიგოები: 16. შალვა მამუკაშვილი, 17. ლევან ჩილაჩავა, 18. დუდუ ქუბრიაშვილი, 19. კოტე მიქაუტაძე, 20. დიმიტრი ბასილაია; 21. გიორგი ბეგაძე, 22. ლაშა მალაღურაძე, 23. თამაზ მჭედლიძე.

მთავარი მწვრთნელი: მილტონ ჰეიგი (ახალი ზელანდია)

მწვრთნელები: ილია მაისურაძე, ილია ზედგინიძე, ირაკლი მაჩხანელი, მაიკლ ბრედლი (ირლანდია), დიდიე ბესი (საფრანგეთი)

რეფერი: ლორან კარდონა (საფრანგეთი)

კიდეებზე: მაქსიმ შალონი, ბენუა ესკუბე

პორტუგალია - რუმინეთი

ესპანეთი - რუსეთი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.086246