ზე-18

13:44 | 16.03.2016 | ნანახია 1119 - ჯერ

მილნერ-სქადერის ნახევარი წელიწადი

ახალი ზელანდიის ეროვნული ნაკრებისა და „ჰარიკეინსის“ გარემარბი ნეჰე მილნერ-სქადერი ექვსი თვე ვეღარ ითამაშებს.

მან სუპერ რაგბის გასულ ტურში მხრის მძიმე ტრავმა მიიღო და მისთვის ზე რაგბის მიმდინარე სეზონი დასრულდა. 25 წლის მორაგბე „ოლ ბლექსს“ ზაფხულის ტესტ-მატჩებში და ოთხი ერის თამაშებშიც ვერ დაეხმარება და საუკეთესო შემთხვევაში, ნაკრებს ნოემბრის ტესტებზე დაუბრუნდება.

„იმედგაცრუებული ვარ. იმაზე ფიქრიც კი მიჭირს, რომ ნახევარი წელიწადი მოედანზე ვერ გავალ. ვიმედოვნებ, რომ დაბრუნების შემდეგ ახლანდელზე უკეთ ვითამაშებ“ - თქვა მილნერ-სქადერმა, ხოლო „ქარიშხლების“ მწვრთნელმა კრის ბოიდმა ნეჰეს ტრავმას კლუბისთვის დიდი დარტყმა უწოდა.

მილნერ-სქადერს ეროვნულ გუნდში დებიუტი 2015 წლის 8 აგვისტოს ჰქონდა და ავსტრალიას ორი ლელო დაუდო, ხოლო მსოფლიო თასზე თავი 6 ლელოთი გამოიჩინა. The Guardian-მა ის ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელა.

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.079363