ამბები

18:07 | 6.02.2015 | ნანახია 1863 - ჯერ

“ბათუმი” წინ მიიწევს

საქართველოს მორაგბეთა XXV ეროვნული ჩემპიონატის მე-13 ტურის პირველ მატჩში, “ბათუმმა” რუსთავის “ხარები” 14:10 დაამარცხა და ლიდერ “ყოჩებთან” ჩამორჩენა 5 ქულამდე დაიყვანა, თუმცა ამ ეტაპისთვის ბოლნისელებს ერთით ნაკლები თამაში აქვთ ჩატარებული.

ტურის ერთ-ერთი ცენტრალური შეხვედრა, რომელიც ანგისაზე გაიმართა, დაძაბული გამოდგა. პირველ ტაიმში გუნდებმა ლელო-გარდასახვები გაცვალეს, სტუმრებმა ჯარიმაც გაიტანეს და 10:7 დაწინაურდნენ. მეორე ტაიმში ჩემპიონატის საუკეთესო მელელოვემ ლევან თხელიძემ იმ დღეს თავისი გუნდის მეორე, ჩემპიონატში კი თავისი მე-8 ლელო გაიტანა, კობახიძის გარდასახვაც ზუსტი იყო და ზღვისპირელები 14:10 დაწინაურდნენ. დარჩენილ დროში ანგარიში აღარ შეცვლილა და მასპინძლებმა მოგებისთვის 4, ხოლო რუსთაველებმა მცირე სხვაობით მარცხისთვის 1 პრემიალური ქულა მიიღეს.

საქართველოს მორაგბეთა XXV ეროვნული ჩემპიონატი

XIII ტური

6 თებერვალი.

ბათუმი. ანგისა. 200 მაყურებელი

ბათუმი (ბათუმი) - ხარები (რუსთავი) 14:10

2 ლელო: კელენჯერიძე, თხელიძე; 2 გარდასახვა: კობახიძე; 1 სინბინი: გაგოშვილი - 1 ლელო: თეგეთაშვილი; 1 გარდასახვა: მელიქიშვილი; 1 ჯარიმა: მელიქიშვილი

1 ყოჩები 12 10 1 1 270-157 44
2 ბათუმი 13 8 1 4 262-188 39
3 ლელო სარ. 12 7 2 3 236-164 34
4 ხარები 13 6 2 5 227-197 31
5 ლოკომოტივი 12 5 1 6 187-171 28
6 აია 13 6 0 6 193-186 28
7 არმაზი 12 5 1 6 202-230 24
8 არმია 12 4 1 7 169-235 21
9 ჯიქები 12 4 1 7 158-188 20
10 თიბიეს უნივ. 12 1 0 11 153-341 7

7 თებერვალი

თბილისი. “ავჭალა”. 14:30 საათი

ლოკომოტივი (თბილისი) - აია (ქუთაისი)

თბილისი. “შევარდენი”. 15:00 საათი

არმია (თბილისი) - ჯიქები (გორი)

8 თებერვალი

თბილისი. “ავჭალა”. 15:00 საათი

თიბიეს უნივერსიტეტი (თბილისი) - ყოჩები (ბოლნისი)

თბილისი. “შევარდენი”. 16:00 საათი

ლელო-სარასენსი (თბილისი) - არმაზი (თბილისი)


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.084267