ამბები

2:25 | 2.02.2015 | ნანახია 3002 - ჯერ

გერმანიასთან გორგოძის გარეშე

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები “რაგბი ევროპის ჩემპიონატის” 1Aდივიზიონის (ყოფილი “ევროპის ერთა თასი”) 2015 წლის გათამაშებას მამუკა გორგოძის გარეშე დაიწყებს.

საქართველოს ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა “ბორჯღალოსნების” გაფართოებული შემადგენლობა გასულ კვირას დაასახელა და მასში “გორგოძილაც” იყო. სამწუხაროდ, ფრანგული ტოპ 14-ის მე-17 ტურის მატჩში (“ტულონი” – “ბაიონი”) მამუკამ ფეხის კუნთის ტრავმა მიიღო, რის გამოც იგი გერმანიასთან მოახლოებულ მატჩში ვერ ითამაშებს.

გორგოძის ტრავმის შესახებ დამატებითი ინფორმაცია კვირის განმავლობაში გახდება ცნობილი. ვიმედოვნებთ, რომ დაზიანება სერიოზული არ იქნება და მამუკა მწყობრში მალე ჩადგება.

“ბორჯღალოსნები” პირველ მატჩამდე შეკრებას ტულუზაში, “ერნესტ ვალონის” ბაზაზე ორშაბათიდან შეუდგებიან, ხოლო ხუთშაბათს ჰოიზენშტამში გაემგზავრებიან, სადაც “სპორტცენტრუმ შტადიონზე” გერმანელებს შეერკინებიან.

შეგახსენებთ, რომ მატჩი თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება და მისი ნახვა სთრიმის მეშვეობით შემდეგ ბმულზე იქნება შესაძლებელი http://sportdeutschland.tv/rugby/live-rugby-europe-championship-2015-deutschland-vs-georgien


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.091431