სიახლეები

13:46 | 9.02.2016 | ნანახია 2096 - ჯერ

ჯონსი ინგლისელთა რეაბილიტაციისთვის შრომობს

ინგლისის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ედი ჯონსი იმედოვნებს, რომ 14 თებერვალს, 2016 წლის ექვსი ერის მეორე მატჩში, რომელიც რომში გაიმართება, მისი გუნდი იტალიის დამარცხებას შეძლებს.

შეგახსენებთ, რომ ტურნირის გახსნაზე ინგლისმა სტუმრად, „მარიფილდზე“ შოტლანდიას 15:9 სძლია. ზელანდიელი სპეციალისტი დარწმუნებულია, რომ ზედიზედ მეორე გასვლით მატჩში „აძურას“ კიდევ უფრო დიდი სხვაობით დაამარცხებს.

აქამდე იტალიასთან ჩატარებული 21 მატჩიდან, ყველა ინგლისის გამარჯვებით დასრულდა, თუმცა უნდა აღვნიშნოთ, რომ ახლა „აძურა“ უწინდელზე ძლიერია და მისი დამარცხება იოლი საქმე არ იქნება. და მაინც, ედი ჯონსი მაქსიმალურად ცდილობს, რომ მსოფლიო თასზე წარუმატებელი თამაშის შემდეგ, ინგლისელთა რეაბილიტაცია მოახდინოს.

ედი ჯონსი: „ჩვენი ბედი ჩვენს ხელთაა. მე უკვე განვუცხადე ბიჭებს, რომ მიზანი რომში ჩასვლა და იტალიის დამარცხებაა“.

თავის მხრივ, წარმატების მისაღწევად და ისტორიული გამარჯვების მოსაპოვებლად თავს არც იტალია დაზოგავს. ამ კუთხით ყურადსაღებია იტალიის მატჩი საფრანგეთთან, რომელშიც მათ გამარჯვებამდე მხოლოდ 2 ქულა დააკლდათ.

ინგლისისა და იტალიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა 14 თებერვალს, „სტადიო ოლიმპიკოზე’’ თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება.

ელენე ლომსაძე


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.080953