მეორე დონის ევროპის საკლუბო ტურნირი ჩელენჯ ქაფი ქართველი მორაგბეებისთვის ჯგუფური ეტაპით დასრულდა. მეოთხედფინალში ვერცერთი ფრანგული გუნდი გავიდა და შესაბამისად, თასისთვის ბრძოლას ქართველი ლეგიონერებიც გამოეთიშნენ.
დებულების თანახმად, მეოთხედფინალში ხუთივე ჯგუფის გამარჯვებული და სამი საუკეთესო მესამეადგილოსანი მოხვდა. პირველ ჯგუფში, სადაც ქართველი ლეგიონერების გუნდები არ თამაშობდნენ, “ლონდონ აირიშმა” და “კარდიფმა” 24-24 ქულა დააგროვეს და პლეი ოფში ინგლისური კლუბი პირველი, ხოლო უელსური მეორე ადგილით გავიდა.
მეორე ჯგუფის დასკვნით ტურში ინგლისურმა “ექსეტერმა” გიორგი ჟღენტის “ბაიონი” 45:3 გაანადგურა და ჯგუფი პირველ ადგილზე დაასრულა. ქართველი ლეგიონერი განაცხადში არ იყო. ლექსო ყაულაშვილის “ლა როშელი” საკუთარ მოედანზე ირლანდიურ “კონახტთან” 20:30 დამარცხდა. ფრანგებმა ტაიმი 20:11 მოიგეს, მაგრამ მერე ქულის აღება ვერ მოახერხეს, თავად კი, სამი ლელო გაუშვეს (კიდევ ერთი პირველ ტაიმში) და მეტოქეს პრემიალური ქულაც გაატანეს. ყაულაშვილმა შეცვლაზე 44-ე წუთიდან ითამაშა. შეგახსენებთ, რომ “კონახტის” მეორე გუნდში საბა მეუნარგია ირიცხება, რომელმაც ირლანდიის მოქალაქეობა მიიღო და “კონახტის” პირველი გუნდის შემადგენლობაში ჩელენჯ ქაფზე ერთი თამაში ჩაატარა. ირლანდიური კლუბი პლეი ოფში მეორე ადგილიდან გავიდა.
მესამე ჯგუფში დავით ქუბრიაშვილისა და ზურაბ ჟვანიას “სტად ფრანსე” სტუმრად დამარცხდა “ნიუპორტთან” (19:30) და მესამე ადგილზე დარჩა. ორივე ქართველი პირველხაზელი სასტარტო შემადგენლობაში იყო და ბურჯი ქუბრიაშვილი შესვენებისას, ხოლო კვაჭად მოთამაშე ჟვანია 65-ე წუთზე შეცვალეს. მანამდე, 46-ე წუთზე, ზურამ მიმდინარე სეზონში თავისი მესამე ლელო გაიტანა და ჩამორჩენა 10 ქულამდე დაიყვანა (12:22), მაგრამ ამან პარიზელებს ვერ უშველა.
ამავე ჯგუფში რუმინეთის კლუბების ნაკრები “ბუქარესტი” საკუთარ მოედანზე “ნიუკასლთან” 10:52 დამარცხდა. რუმინეთის პასპორტის მქონე ტურაშვილი სასტარტო შემადგენლობაში იყო, “ბუქარესტს” პირველად უკაპიტნა და 61-ე წუთზე შეცვალეს.
მეოთხე ჯგუფში თეორიული შანსი ვერ გამოიყენა ზაზა ნავროზაშვილის “ბორდომ”, შოტლანდიაში “ედინბურგთან” 20:38 დამარცხდა და ჯგუფში ჩარჩა. ქართველი ბურჯი განაცხადში არ იყო.
მეხუთე ჯგუფში მეექვსე მატჩიც წააგო გოდერძი შველიძის, კარლენ ასიეშვილისა და ანტონ ფეიქრიშვილის “ბრივმა”. ამჯერად მას “გლოსტერმა” საფრანგეთში 31:20 აჯობა. ფეიქრიშვილმა და ასიეშვილმა შეცვლაზე ითამაშეს. ეს უკანასკნელი 44-ე წუთზე შერკინების ჩაშლისთვის სინბინით დაისაჯა.
ერთრაუნდუანი პლეი ოფის შეხვედრები აპრილის პირველ კვირაში გაიმართება.
ევროპის რაგბი ჩელენჯ ქაფი. 2014/2015 წლების სეზონი
VI ტური. 16-18 იანვარი
I ჯგუფი
როვიგო (იტალია) - ლონდონ აირიში (ინგლისი) 6:34
გრენობლი (საფრანგეთი) - კარდიფი (უელსი) 3:28
1. | ლონდონ აირიში | 6 | 5 | 0 | 1 | 220:123 | 24 | |
2. | კარდიფი | 6 | 5 | 0 | 1 | 249:95 | 24 | |
3. | გრენობლი | 6 | 2 | 0 | 4 | 161:160 | 12 | |
4. | როვიგო | 6 | 0 | 0 | 6 | 77:329 | 1 |
II ჯგუფი
ექსეტერი (ინგლისი) - ბაიონი (საფრანგეთი) 45:3
ლა როშელი (საფრანგეთი) - კონახტი (ირლანდია) 20:30
1. | ექსეტერი | 6 | 5 | 0 | 1 | 212:97 | 25 | |
2. | კონახტი | 6 | 4 | 0 | 2 | 186:144 | 20 | |
3. | ბაიონი | 6 | 2 | 0 | 4 | 106:165 | 9 | |
4. | ლა როშელი | 6 | 1 | 0 | 5 | 84:182 | 4 |
III ჯგუფი
ნიუპორტი (უელსი) - სტად ფრანსე (საფრანგეთი) 30:19
ბუქარესტი (რუმინეთი) - ნიუკსლი (ინგლისი) 10:52
1. | ნიუპორტი | 6 | 5 | 0 | 1 | 240:127 | 25 | |
2. | ნიუკასლი | 6 | 4 | 0 | 2 | 208:149 | 21 | |
3. | სტად ფრანსე | 6 | 3 | 0 | 3 | 155:143 | 15 | |
4. | ბუქარესტი | 6 | 0 | 0 | 6 | 77:261 | 1 |
IV ჯგუფი
ედინბურგი (შოტლანდია) - ბორდო (საფრანგეთი) 38:20
ლონდონ უელში (ინგლისი) - ლიონი (საფრანგეთი) 12:17
1. | ედინბურგი | 6 | 5 | 0 | 1 | 146:90 | 22 | |
2. | ლიონი | 6 | 4 | 0 | 2 | 149:139 | 18 | |
3. | ბორდო | 6 | 3 | 0 | 3 | 176:142 | 16 | |
4. | ლონდონ უელში | 6 | 0 | 0 | 6 | 72:172 | 1 |
V ჯგუფი
ბრივი (საფრანგეთი) - გლოსტერი (ინგლისი) 20:31
ოიონაქსი (საფრანგეთი) - ძებრე (იტალია) 20:3
1. | გლოსტერი | 6 | 6 | 0 | 0 | 211:64 | 29 | |
2. | ოიონაქსი | 6 | 4 | 0 | 2 | 123:124 | 16 | |
3. | ძებრე | 6 | 2 | 0 | 4 | 102:154 | 8 | |
4. | ბრივი | 6 | 0 | 0 | 6 | 93:187 | 2 |
2-5 აპრილი. მეოთხედფინალები
ექსეტერი - ნიუკასლი
გლოსტერი - კონახტი
ლონდონ აირიში - ედინბურგი
ნიუპორტი - კარდიფი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია