ეროვნული ნაკრები

20:57 | 15.03.2016 | ნანახია 1050 - ჯერ

ბორჯღალოსნების ღია ვარჯიში რუმინეთამდე

17 მარტს (ხუთშაბათს), რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალური ტურის მატჩამდე (საქართველო - რუმინეთი, 19 მარტი, 17:00, დინამო არენა) ბორჯღალოსნები ტრადიციულ ღია ვარჯიშს გამართავენ შევარდენის სანაკრებო ბაზაზე. ვარჯიში 16:00 საათზე დაიწყება, გულშემატკივრებისთვის და მედია საშუალებების წარმომადგენლებისათვის დასწრება თავისუფალია.

ჟურნალისტების საყურადღებოდ:

ფოტო-ვიდეო გადაღება ნებადართულია ვარჯიშის დაწყებიდან 15 წუთის განმავლობაში, რის შემდეგ მედია საშუალებების წარმომადგენლებს მოეთხოვებათ გადაღების შეწყვეტა. სინქრონების ჩაწერის შესაძლებლობა ჟურნალისტებს ვარჯიში დაწყებამდე 20 წუთით ადრე შეეძლებათ.

შეგახსენებთ, რომ მატჩზე დასასწრები ბილეთები იყიდებადინამო არენას სალაროებში ყოველდღე 11 საათიდან 19 საათის ჩათვლით;ბილეთების შეძენა ასევე შესაძლებელია ინტენერნეტით - ვებ-გვერდზე BILETEBI.GE

rugby.ge


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
3.149186