ამბები

12:52 | 20.01.2015 | ნანახია 2473 - ჯერ

გორგოძის პირველი ტულონური ლელო

რაგბი ევროპის ჩემპიონთა თასის ჯგუფური ეტაპის დასრულებამდე ერთი კვირით ადრე, ქართველი ლეგიონერების ოთხი გუნდი პლეი ოფში გასვლის შანსს ინარჩუნებს.

მე-5 ტურში, დავით ზირაქაშვილისა და ვიტო კოლელიშვილის “კლერმონმა” შალვა მამუკაშვილის “სეილი” ინგლისში 22:13 დაამარცხა და პირველი ჯგუფის ლიდერია. მამუკაშვილი და კოლელიშვილი ტრავმირებულები არიან, ხოლო ზირაქაშვილი სასტარტო შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად გაისარჯა. ფრანგები მეორე ტაიმის დასაწყისში 6:10 ჩამორჩნენ, მაგრამ ჯარიმებით უპირატესობის დაბრუნება შეძლეს, 75-ე წუთზე გატანილი ლელოთი კი, მეტოქეს საქმე მოუმთავრეს.

მესამე ჯგუფში პირველი ადგილი დაიბევა მამუკა გორგოძის, კოტე მიქაუტაძისა და ლევან ჩილაჩავას “ტულონმა”, რომელმაც ირლანდიური “ოლსტერი” 60:22 დაამარცხა. გორგოძე შეცვლაზე 59-ე წუთზე შევიდა, ერთ წუთში შეტევას კარგად მიჰყვა, გადაცემა არც თანაგუნდელმა დაუგვიანა და მარცხენა ალამთამ “ტულონში” თავისი პირველი ლელო გაიტანა. 20 წუთში მან ბურთით 4-ჯერ შეუტია და ჯამში 16 მეტრი გაიარა. მიქაუტაძე შეცვლაზე 64-ე წუთზე შევიდა და ორი შეტევით ჯამში 10 მეტრი დაფარა.

http://www.epcrugby.com/matchdaytv?play=media&id=19970

მეოთხე ჯგუფში საქმე გაირთულა ვასილ კაკოვინის “ტულუზიმ”, რომელიც საკუთარ მოედანზე “ბათთან” 18:35 დამარცხდა. ქართველმა ბურჯმა შეცვლაზე 65-ე წუთიდან ითამაშა. მიუხედავად მარცხისა “ტულუზი” ჯგუფის ლიდერად რჩება და თუ დასკვნით ტურში “მონპელიე” სტუმრად დაამარცხა, პლეი ოფში გავა. მიხეილ ნარიაშვილის “მონპელიე” ბოლო ადგილს თავს ვეღარ დააღწევს, შოტლანდიაში ქართველი ლეგიონერის გარეშე ჩავიდა და “გლაზგოსთან” 10:21 დამარცხდა.

დავით ხინჩაგიშვილის “რასინგ მეტრომ” იტალიური “ბენეტონი” პრემიალური ქულით - 53:7 დაამარცხა და ჯგუფის ლიდერად რჩება. ქართველი ლეგიონერი ტრავმირებულია, მის გუნდს კი, პლეი ოფში გასვლის კარგი შანსი აქვს, რადგან ჯგუფის 5 გამარჯვებულთან ერთად, მეოთხედფინალში სამი საუკეთესო მეორეადგილოსანიც გადის.

ევროპული რაგბის ჩემპიონთა თასი. 2014/2015 წლების სეზონი

V ტური. 16-18 იანვარი

I ჯგუფი

სეილი (ინგლისი) - კლერმონი (საფრანგეთი) 13:22

სარასენსი (უნგლისი) - მანსტერი (ირლანდია) 33:10

1. კლერმონი 5 4 0 1 122:74 18
2. სარასენსი 5 4 0 1 113:77 17
3. მანსტერი 5 2 0 3 79:104 10
4. სეილი 5 0 0 5 72:131 2

მომდევნო ტური. 25 იანვარი

მანსტერი - სეილი; კლერმონი - სარასენსი

II ჯგუფი

ჰარლექუინსი (ინგლისი) - უოსპსი (ინგლისი) 3:23

ლენსთერი (ირლანდია) - კასტრი (საფრანგეთი) 50:8

1. ლენსთერი 5 4 0 1 128:81 18
2. უოსპსი 5 3 0 2 135:85 16
3. არლექუინსი 5 3 0 2 88:80 13
4. კასტრი 5 0 0 5 67:172 1

მომდევნო ტური. 24 იანვარი

კასტრი - ჰარლექუინსი; უოსპსი - ლენსთერი

III ჯგუფი

ლესტერი (ინგლისი) - სკარლეტსი (უელსი) 40:23

ტულონი (საფრანგეთი) - ოლსტერი (ირლანდია) 60:22 (ვიდეომიმოხილვა)

1. ტულონი 5 4 0 1 155:86 18
2. ლესტერი 5 3 0 2 101:100 13
3. სკარლეტსი 5 2 0 3 87:108 8
4. ოლსტერი 5 1 0 4 90:139 7

მომდევნო ტური. 24 იანვარი

სკარლეტსი - ტულონი; ოლსტერი - ლესტერი

IV ჯგუფი

გლაზგო (შოტლანდია) - მონპელიე (საფრანგეთი) 21:10

ტულუზი (საფრანგეთი) - ბათი (ინგლისი) 18:35

1. ტულუზი 5 4 0 1 100:97 16
2. ბათი 5 3 0 2 126:93 15
3. გლაზგო 5 3 0 2 93:64 14
4. მონპელიე 5 0 0 5 63:128 2

მომდევნო ტური. 25 იანვარი

ბათი - გლაზგო; მონპელიე - ტულუზი

V ჯგუფი

ოსპრეიზი (უელსი) - ნორთჰემპტონი (ინგლისი) 9:20

რასინგ მეტრო (საფრანგეთი) - ბენეტონი (იტალია) 53:7

1. ნორთჰემპტონი 5 4 0 1 170:50 19
2. რასინგ მეტრო 5 4 1 0 136:61 19
3. ოსპრეიზი 5 1 1 3 90:98 8
4. ბენეტონი 5 0 0 5 39:226 0

მომდევნო ტური. 24 იანვარი

ბენეტონი - ოსპრეიზი; ნორთჰემპტონი - რასინგ მეტრო


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.207952