ამბები

13:01 | 19.01.2015 | ნანახია 1664 - ჯერ

“ჩელენჯ ქაფზე” მცირე შანსით

ფრანგული კლუბების დამოკიდებულებამ რანგით მეორე ტურნირის “ჩელენჯ ქაფის” მიმართ ის გამოიწვია, რომ ბოლო ტურის წინ პლეი ოფში გასვლის შანსი თითქმის აღარცერთს შერჩა.

მეორე ჯგუფში გიორგი ჟღენტის “ბაიონმა” 14:0 დაამარცხა “ლა როშელი”, მაგრამ ამ შედეგს არანაირი აზრი არ ჰქონდა, რადგან ამ ჯგუფიდან მეოთხედფინალში ვერცერთი ფრანგული გუნდი ვერ მოხვდა. ქართველი ლეგიონერები განაცხადში არ იყვნენ.

მესამე ჯგუფში დავით ქუბრიაშვილისა და ზურან ჟვანიას “სტად ფრანსემ” ოთარ ტურაშვილის “ბუქარესტი” 47:12 დაამარცხა, მაგრამ ადრეული მოდუნება ძვირად უჯდება და ჯერაც მესამე ადგილზეა. ჟვანიამ კვაჭის პოზიციაზე თამაში სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო და 64-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო ქუბრიაშვილი შეცვლაზე 51-ე წუთზე შევიდა. რუმინეთის მოქალაქეობის მქონე კვაჭი ტურაშვილი ასევე სასტარტო შემადგენლობაში იყო და მოედანზე 70 წუთი გაატარა. “სტად ფრანსემ” დასკვნით ტურში ჯგუფის ლიდერი “ნიუპორტი” სტუმრად რომც დაამარცხოს, მაინც პარალელური მატჩის შედეგზე იქნება დამოკიდებული.

მეოთხე ჯგუფში ზაზა ნავრიზაშვილის “ბორდომ” “ლონდონ ველში” ქართველი ლეგიონერის გარეშე 26:3 დაამარცხა, პრემიალური ქულაც აიღო და მეორე ადგილზეა, მაგრამ მის ბედს დასკვნით ტურში შოტლანდიაში, “ედინბურგთან” თამაში გადაწყვეტს.

V ჯგუფში იტალიაში ძებრესთან დამარცხდა გოდერძი შველიძის, კარლენ ასიეშვილის და ანტონ ფეიქრიშვილის ბრივი. ვეტერანი შველიძე დაასვენეს, ასიეშვილი სასტარტო შემადგენლობაში იყო და შესვენებისას შეცვალეს, მეორე ტაიმის პირველივე წუთებიდან ჩაერთო თამაშში ფეიქრიშვილი, რომელმაც 3 წუთში ყვითელი ბარათი მიიღო და 10 წუთი დასჯილთა სკამზე გაატარა.

ევროპის რაგბი ჩელენჯ ქაფი. 2014/2015 წლების სეზონი

V ტური. 16-18 იანვარი

I ჯგუფი

კარდიფი (უელსი) - როვიგო (იტალია) 104:12

ლონდონ აირიში (ინგლისი) - გრენობლი (საფრანგეთი) 43:41

1 ლონდონ აირიში 5 4 0 1 186-117 19
2 კარდიფი 5 4 0 1 221-92 19
3 გრენობლი 5 2 0 3 158-132 12
4 როვიგო 5 0 0 5 71-295 1

VI ტური. 24 იანვარი

როვიგო - ლონდონ აირიში; გრენობლი - კარდიფი

II ჯგუფი

ბაიონი (საფრანგეთი) - ლა როშელი (საფრანგეთი) 14:0

კონახტი (ირლანდია) - ექსეტერი (ინგლისი) 24:33

1 ექსეტერი 5 4 0 1 167-94 20
2 კონახტი 5 3 0 2 156-124 15
3 ბაიონი 5 2 0 3 103-120 9
4 ლა როშელი 5 1 0 4 64-152 4

VI ტური. 24 იანვარი

ექსეტერი - ბაიონი; ლა როშელი - კონახტი

III ჯგუფი

ნიუკასლი (ინგლისი) - ნიუპორტი (უელსი) 29:40

სტად ფრანსე (საფრანგეთი) - ბუქარესტი (რუმინეთი) 47:12

1 ნიუპორტი 5 4 0 1 210-108 21
2 ნიუკასლი 5 3 0 2 156-139 16
3 სტად ფრანსე 5 3 0 2 136-113 15
4 ბუქარესტი 5 0 0 5 67-209 1

VI ტური. 24 იანვარი

ნიუპორტი - სტად ფრანსე; ბუქარესტი - ნიუკსლი

IV ჯგუფი

ბორდო (საფრანგეთი) - ლონდონ უელში (ინგლისი) 26:3

ლიონი (საფრანგეთი) - ედინბურგი (შოტლანდია) 21:19

1 ედინბურგი 5 4 0 1 108-70 17
2 ბორდო 5 3 0 2 156-104 16
3 ლიონი 5 3 0 2 132-127 14
4 ლონდონ უელში 5 0 0 5 60-155 0

VI ტური. 23-25 იანვარი

ედინბურგი - ბორდო; ლონდონ უელში - ლიონი

V ჯგუფი

გლოსტერი (ინგლისი) - ოიონაქსი (საფრანგეთი) 33:3

ძებრე (იტალია) - ბრივი (საფრანგეთი) 23:13

1 გლოსტერი 5 5 0 0 180-44 24
2 ოიონაქსი 5 3 0 2 103-121 12
3 ძებრე 5 2 0 3 99-134 8
4 ბრივი 5 0 0 5 73-156 2

VI ტური. 22 იანვარი

ბრივი - გლოსტერი; ოიონაქსი - ძებრე


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.095566