7 თებერვალს სტარტს იღებს ევროპის ერთა თასის 2015 წლის გათამაშება. წლევანდელ ტურნირის პირველ შეხვედრას “ბორჯღალოსნები” გასვლაზე გერმანიის ნაკრების წინააღმდეგ ქალაქ ჰოიზენშტამში, “სპორტ ცენტრუმ სტადიონზე” გამართავენ. მატჩი თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება.
წელს, ერთა თასზე “ბორჯღალოსნებს” შინ ორი მატჩი უწევთ. ორივე შეხვედრა თბილისში, “მიხეილ მესხის” სტადიონზე გაიმართება.
სარაგბო სეზონის პირველი საშინაო მატჩი 14 თებერვალს შედგება, რომელშიც ჩვენი ნაკრები პორტუგალიის ეროვნულ გუნდს უმასპინძლებს (დასაწყისი: 17:00 სთ).
ერთ თვეში კი, 14 მარტს მეორე საშინაო შეხვედრაში ქართველი “ბორჯღალოსნები“ რუს “დათვებს“ ერკინებიან (დასაწყისი: 17:00 სთ).
ევროპის ერთა თასი 2015 – “ბორჯღალოსნების” მატჩების კალენდარი
გერმანია – საქართველო 07/02/15, ჰოიზენშტამი
საქართველო – პორტუგალია 14/02/15, მესხის სტადიონი
ესპანეთი – საქართველო 28/02/15, მადრიდი
საქართველო – რუსეთი 14/03/15, მესხის სტადიონი
რუმინეთი – საქართველო 21/03/15, ბუქარესტი
www.rugby.ge
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია