ერთა თასი

19:25 | 15.03.2016 | ნანახია 1599 - ჯერ

რუმინეთი ტურაშვილის გარეშე მოდის

რუმინეთის ნაკრების ქართველი კვაჭი ოთარ ტურაშვილი 19 მარტს, „ბორის პაიჭაძეზე“ საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ არ ითამაშებს.

რუმინული საინფორმაციო საშუალებების ცნობით, ამის მიზეზი ტრავმაა, რის გამოც „სტეჟარს“ კიდევ სამი მოთამაშე დააკლდება - კეტელინ ფერკუ, საბინ სტრეტილე და მედელინ ლემნარუ. ჰორაციუ პუნგეა, რომელიც გერმანიასთან მატჩის დებიუტში დაშავდა, გუნდში რჩება და ექიმების დასკვნას ელოდება.

ტრავმირებული მოთამაშეების ნაცვლად „მუხების“ შემადგენლობაში მეორე-მესამეხაზელ დორინ ლაზერს და „იაშის“ კვაჭ ტუდორ ბუტნარიუს უხმეს. სულ მომავალი თამაშისთვის 30 მორაგბე ემზადება, რომელთაგან 16 მორკინალი, ხოლო 14 უკანახაზელია. ყველაზე მეტი, 9 მოთამაშე „ტიმიშოარა-სარასენსიდანაა“, ოთხი მორაგბე ფრანგული კლუბებიდანაა და ერთი - იტალიური „კალვიზანოდან“.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და რუმინეთის ნაკრებების შეხვედრა 19 მარტს, თბილისში, „ბორის პაიჭაძეზე“ 17 საათზე დაიწყება. ესაა არაოფიციალური ფინალი და მოგებული გუნდი 2016 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული გახდება.

რუმინეთის ნაკრები

შერკინება: კონსტანტინ პრისტევიცე(ბაია მარე), პაულ რუსუ (ბაია მარე), მიჰაი დიკო (ბაია მარე), კოსმინ მანოლე (დინამო), ჰორაციუ პუნგეა (ოიონა, საფრანგეთი), ანდრეი რედოი (ტიმიშოარა-სარასენსი), ეუჯენ კეპეცინე(ტიმიშოარა-სარასენსი), ტუდორ ბუტნარიუ (იაში), ვალენტინ პოპირლანი (ტიმიშოარა-სარასენსი), იოჰანეს ვან ჰერდენი (ბაია მარე), მარიუს ანტონესკუ (ტარბი, საფრანგეთი), ვიორელ ლუკაჩი (სტიაუა), ვლად ნისტორი (კასტრი, საფრანგეთი), ანდრეი გორჩიოაია (ვალანსიენი, საფრანგეთი), სტელიან ბურჩეა (ტიმიშოარა-სარასენსი), დორინ ლაზერი (ტიმიშოარა-სარასენსი);

უკანა ხაზი: ვალენტინ კალაფეტეანუ (ტიმიშოარა-სარასენსი), ტუდორელ ბრატუ (დინამო), ალექსანდრუ ტიგლა (ბუქარესტი), ჯოდი როუზი(ტიმიშოარა-სარასენსი), ოვიდიუ მელნიჩუკი(კლუჟი), პაულა კინიკინილაუ (ტიმიშოარა-სარასენსი), ფლორინ იონიცე(სტიაუა), ფლორინ ვლაიკუ (კალვიზანო, იტალია), იონუც ბალაბანი (ბირლადი), ადრიან აპოსტოლი (ბაია მარე), იონუც დუმიტრუ (სტიაუა), სტივენ შენანი (ტიმიშოარა-სარასენსი), მარიან ისპირი (ბუქარესტი), იონუც ბოტეზატუ (ბაია მარე).

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.091505