ამბები

17:08 | 13.11.2009 | ნანახია 2417 - ჯერ

IRB-მ ალაფა “ბორჯღალოსანთა” მიერ ძლეულ რუსებს უბოძა.

რაგბის საერთაშორისო საბჭოს (IRB) გადაწყვეტილებით, 20 წლამდელთა შორის მსოფლიოს 2010 წლის ალაფის (ჟუნიორ ჭორლდ ღუგბყ თროპჰყ) ფინალურ ტურნირს რუსეთის დედაქალაქი მოსკოვი უმასპინძლებს.
შეგახსენებთ, რომ ალაფის შესარჩევ ტურნირში საქართველოს ნაკრებიც ასპარეზობდა და პორტუგალიაში ჩატარებულ მინი-ტურნირში ფინალამდე მისვლა შეძლო, სადაც იტალიასთან 3:16 დამარცხდა.
ცნობისთვის, აღნიშნული გათამაშების ნახევარფინალში “ბორჯღალოსნებმა” რუსეთს 12:8 სძლიეს და ტურნირს მიღმა დატოვეს, ახლა კი, “დათვები” ფინალში მასპინძლის რანგში გაირჯვებიან.
მომავალ ტურნირში, რომელიც მოსკოვში მომავალი წლის 18-30 მაისს შედგება, რუსეთისა და იტალიის გარდა, სხვა რეგიონთა გამარჯვებულები – ზიმბაბვე (აფრიკა), პაპუა ახალი გვინეა (ოკეანეთი), იაპონია (აზია), კანადა (ჩრდილოეთ ამერიკა) და ურუგვაი (სამხრეთ ამერიკა) და მოქმედი ჩემპიონი რუმინეთი ითამაშებენ.
 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.844891