ამბები

20:55 | 14.11.2009 | ნანახია 2516 - ჯერ

“ბორჯღალოსნებმა” “იაგუარები” მოათვინიერეს

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა, ქართული რაგბის 50 წლის იუბილეს აღსანიშნავად მოწყობილ შეხვედრაში, არგენტინის A ნაკრები, იგივე “იაგუარები”, მძიმე ბრძოლაში 24:22 დაამარცხა და მრგვალი თარიღი გამარჯვებით აღნიშნა.
გუნდებმა მართლაც რომ მაღალი დონის შეხვედრა ჩაატარეს, ქართველთათვის კი განსაკუთრებით კარგი პირველი ტაიმი იყო, როდესაც “ბორჯღალოსნები” საგრძნობ უპირატესობას ფლობდნენ, გაშლილ რაგბს თამაშობდნენ, ლამაზი კომბინაციის შედეგად კი მეორე ლელო გაიტანეს. თავდაპირველად, გუნდებმა ჯარიმები ურტყეს, მერე არგენტინელებმა შორეული არეკნით იხეირეს, რასაც ქართველთა გააქტიურება მოჰყვა და ზიბზიბაძემ ლელო დადო, ხოლო მეორე ლელო საკუთარ ანგარიშზე ხინჩაგიშვილმა ჩაიწერა.
მეორე ტაიმს ხელი წვიმამ დაატყო და ტექნიკურმა წუნმა იმატა. საქართველოს ნაკრები მთელი ეს 40-წუთეული მეტოქის შეტევების შეჩერებით იყო დაკავებული. ამას თავისი მიზეზიც ჰქონდა, სინბინის გამო, “ბორჯღალოსნებმა” ნახევარი ტაიმი, ანუ 20 წუთი კაცნაკლულმა გაატარა, მაგრამ იმდენი მოახერხა, რომ მეტოქეს მხოლოდ ერთი ლელო დაანება, ისიც მატჩის მიწურულს და შედეგად, “ბორის პაიჭაძეზე” “მრავალჟამიერი” კიდევ ერთხელ აჟღერდა.

თბილისი. "ბორის პაიჭაძე" (28 000)
საქართველო - იაგუარები (არგენტინა A) 24:22 (21:12)
საქართველო: 15. მერაბ კვირიკაშვილი, 14. ალექსანდრე თოდუა, 13. დავით კაჭარავა, 12. თედო ზიბზიბაძე (რევაზ გიგაური 73), 11. ირაკლი მაჩხანელი, 10. ლაშა მალაღურაძე, 9. ირაკლი აბუსერიძე (ბიძინა სამხარაძე 71); 1. დავით ხინჩაგიშვილი, 2. აქვსენტი გიორგაძე (ირაკლი ნატრიაშვილი 71), 3. გოდერძი შველიძე (გიორგი ჩხაიძე 60), 4. გიორგი ნემსაძე (ლევან დათუნაშვილი 57), 5. ილია ზედგინიძე, 6. გია ლაბაძე (რატი ურუშაძე 72), 7. გიორგი ჩხაიძე (დავით ქუბრიაშვილი 53), 8. მამუკა გორგოძე.
2 ლელო: ზიბზიბაძე (21), ხინჩაგიშვილი (33)
1 გარდასახვა: კვირიკაშვილი (22)
4 ჯარიმა: კვირიკაშვილი (2, 6, 29, 55)
2 სინბინი: ხინჩაგიშვილი (50), ჩხაიძე (69(
მწვრთნელი: ტიმ ლეინი
ფიზმომზადების მწვრთნელი: ჯონი ნამუ
იაგუარები: 15. მარტინ ბუსტოს მოიანო (ფრანსისკო ხოსე მერელიო 57), 14. ველისარიო აგულია, 13. მიგელ ავრამოვიჩი, 12. მატიას ვიასო, 11. ტომას დე ვედია, 10. იგნასიო მიერესი (სანტიაგო გონსალეს იგლესიასი 57), 9. მარტინ ლანდხარო; 1. პაბლო ხენი (უგო შიერანო 71), 2. ალვარო ტეხედა (ნაუელ ტეტას ჩაპარო 67), 3. ხუან გომესი, 4. ტომას როანი, 5. მარიანო გალარსა, 6. იგნასიო პასმანი (აგუსტინ გუსმანი 71), 7. როდრიგო ბრუნო, 8. ლეონარდო სენატორე.
ლელო: ლანდხარო (78)
გარდასახვა: გონსალეს იგლესიასი (78)
4 ჯარიმა: ბუსტოს მოიანო (4, 27, 35, 46)
არეკნი: მიერესი (15)
მწვრთნელი: ხოსე ორენგო
ფიზმომზადების მწვრთნელი: ხორხე რუისი

ზურა ქსოვრელი
 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.087387