ამბები

14:29 | 23.11.2009 | ნანახია 2156 - ჯერ

კარტერი ზელანდიელთა მთავარი მექულეა

ახალი ზელანდიის მორაგბთა ეროვნული ნაკრების ლიდერი, 10 ნომერი დენ კარტერი, რომელმაც ინგლისთან 19:6 მოგებულ ტესტ-მატჩში ზელანდიელებს 14 ქულა შესძინა, თავისი გუნდის ისტორიაში საუკეთესო მექულე გახდა.
Scrum-ის ინფორმაციით, კარტერის ანგარიშზე ახლა 980 ქულაა, აქამდე კი რეკორდი ენდრიუ მერტენსს ეკუთვნოდა, ვინაც “ოლ ბლექსში” თამაშისას 967 ქულა მოაგროვა.
ამავე შეხვედრაში მილს მულიანინამ “შავების” მაისური 81-ედ მოირგო და ეროვნულ გუნდში ჩატარებული შეხვედრების რაოდენობით, ჯასტინ მარშალთან ერთად, მეორე-მესამე ადგილზე იმყოფება. ახალი ზელანდიის ნაკრებში ჩატარებული მატჩებით შონ ფიტცპატრიკი ლიდერობს, რომლის აქტივში 92 სანაკრებო მატჩია.
ახალი ზელანდიის ნაკრების ყველაზე შედეგიანი მორაგბეების სამეული ასე გამოიყურება:
1.დენ კარტერი – 980 (65 მატჩი, 25 ლელო, 165 გარდასახვა, 173 ჯარიმა, 2 არეკნი)
2. ენდრიუ მარტენსი – 967 (70 მატჩი, 7 ლელო, 169 გარდასახვა, 188 ჯარიმა, 10 არეკნი)
3. გრანტ ფოქსი – 645 (45 მატჩი, 1 ლელო, 118 გარდასახვა, 128 ჯარიმა, 7 არეკნი)


 


 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.086734