ამბები

19:22 | 27.11.2009 | ნანახია 2635 - ჯერ

უკეთესი თებერვალ-მარტის მოლოდინში

საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი, გიორგი ნიჟარაძე მიიჩნევს, რომ “ბორჯღალოსნების” თუნდაც შესუსტებულ შემადგენლობას, რომლითაც ქართველები აპენინებს ეწვივნენ, იტალიის A ნაკრები საკმარისი სხვაობით უნდა დაემარცხებინა.
საქართველოს ეროვნულ გუნდის იტალიური მარცხის მიზეზებზე ნიჟარაძემ რაგბის კავშირში მოწყობილ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
“მართალია არგენტინისა და იტალიის ნაკრებებთან მეორე ნახევრები პირწმინდად დავთმეთ, მაგრამ ხაზი უნდა გაესვას, რომ ეს პერიოდები კაცნაკლულებმა ვითამაშეთ. მიუხედავად ამისა, დაცვაში თამაშში თავდადება არ გვაკლდა. არგენტინასთან მატჩთან შედარებას თუ გავაკეთებთ, იტალიაში უარესად ვითამაშეთ, მაგრამ 10-15 ქულის სხვაობით მაინც უნდა მოგვეგო. კვირიკაშვილმა სიცხიანმა ითამაშა, გარდა ამისა, პირველად გვქონდა შეხება ამ ფირმის ბურთთან, ის კი ჩვეულებრივისგან ბევრად განსხვავდება და წაგების მიზეზი ესეცააა. სხვათაშორის, იტალიელმა მაყურებელმა მატჩის შემდეგ ტაშით დაგვაჯილდოვა. რაც მთავარია, ნაკრების ყველა პოზიციაზე კონკურენცია იზრდება და დარწმუნებული ვარ, “ერთა თასზე” ოფიციალურ შეხვედრებს ბევრად უკეთ ჩავატარებთ” – განაცხადა გიორგი ნიჟარაძემ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა არგენტინის A ნაკრებს თბილისში 24:22 სძლია, ხოლო იტალიელებთან უდინეში 7:8 დამარცხდა.

ზურა ქსოვრელი
 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.697372