ამბები

20:09 | 29.11.2009 | ნანახია 2174 - ჯერ

მაკქოუ საუკეთესოდ მეორედ აღიარეს

რაგბის საერთაშორისო საბჭომ (IRB) 2009 წლის საუკეთესო მოთამაშედ ახალი ზელანდიის ეროვნული ნაკრების კაპიტანი რიჩი მაკქოუ დაასახელა. “ოლ ბლექსის” ერთ-ერთი ლიდერი პირველი მორაგბე გახდა, რომელსაც ეს ტიტული კარიერაში მეორედ ერგო. პირველად მაქკოუს აღიარება 2006 წელს მოხდა.
ცნობისთვის, 28 წლის მორაგბეს ტიტულში ირლანდიელები ჯეიმი ჰისლიპი და ბრაიან ო’დრისკოლი, სამხრეთაფრიკელები ფური დუ პრეეზი და ფრანსუა შტეინი, ავსტრალიელი მეტ ჟიტო და ინგლისელი ტომ კროფტი ეცილებოდნენ.
“თავს უბედნიერეს ადამიანად ვგრძნობ. უდიდესი პატივი მერგო, რაც მრავალწლიანი შრომის შედეგია. ისეთი გამორჩეულ ნაკრებში ასპარეზობა, როგორც ახალი ზელანდიაა, მხოლოდ სიხარულის მომტანია”, - აღნიშნა მაკქოუმ.
წლის გუნდის ტიტული სამხრეთ აფრიკის ნაკრებს ერგო, რომელმაც სამი ერის გათამაშებაში პირველობა არავის დაუთმო და ბრიტანელ და ირლანდიელ ლომებთან სერიებშიც გამარჯვებული გამოვიდა.
საუკეთესო მწვრთნელის წოდება ირლანდიის ეროვნული გუნდის თავკაცმა დეკლან კიდნიმ დაიმსახურა. მის მიერ გაწვრთნილმა “სამყურებმა” ექვსი ერის 2009 წლის გათამაშება მოიგეს და 61 წლის განმავლობაში პირველი დიდი სლემი შეასრულეს.
გარდა ამისა, ირლანდიელებს საშემოდგომო ტესტებიდან არცერთი არ წაუგიათ. 

 

IRB-ს საუკეთესო მოთამაშის ტიტულის მფლობელები
2001 – ქის ვუდი (ირლანდია)
2002 – ფაბიენ გალტიე (საფრანგეთი)
2003 – ჯონი უილკინსონი (ინგლისი)
2004 – სხალკ ბურგერი (სამხრეთ აფრიკა)
2005 – დანიელ კარტერი (ახალი ზელანდია)
2006 – რიჩი მაკქოუ (ახალი ზელანდია)
2007 – ბრაიან ჰაბანა (სამხრეთ აფრიკა)
2008 – შეინ უილიამსი (უელსი)
2009 – რიჩი მაკქოუ (ახალი ზელანდია)

 

IRB-ს საუკეთესო გუნდის ტიტულის მფლობელები
2001 – ავსტრალია
2002 – საფრანგეთი
2003 – ინგლისი
2004 – სამხრეთ აფრიკა
2005 – ახალი ზელანდია
2006 – ახალი ზელანდია
2007 – სამხრეთ აფრიკა
2008 – ახალი ზელანდია
2009 – სამხრეთ აფრიკა

 

IRB-ს საუკეთესო მწვრთნელის ტიტულის მფლობელები
2001 – როდ მაკქუინი (ავსტრალია)
2002 – ბერნარ ლაპორტი (საფრანგეთი)
2003 – კლაივ ვუდვორდი (ინგლისი)
2004 – ჯეკ უაიტი (სამხრეთ აფრიკა)
2005 – გრეჰემ ჰენრი (ახალი ზელანდია)
2006 – გრეჰემ ჰერნი (ახალი ზელანდია)
2007 – ჯეკ უაიტი (სამხრეთ აფრიკა)
2008 – გრეჰემ ჰენრი (ახალი ზელანდია)
2009 – დეკლან კიდნი (ირლანდია) 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.081228