6 ერი

17:31 | 15.03.2016 | ნანახია 1061 - ჯერ

ჟაკ ბრუნელი იტალიას დატოვებს და „ბორდოს“ ჩაიბარებს

იტალიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ჟაკ ბრუნელი, 2016 წლის ექვსი ერის დასრულების შემდეგ დაკავებულ თანამდებობას დატოვებს.

62 წლის ფრანგ სპეციალისტს იტალიის რაგბის კავშირთან კონტრაქტი ივნისში ეწურება, მაგრამ მან უკვე მიიღი გადაწყვეტილება და მომავალი სეზონიდან ტოპ 14-ის „ბორდოს“ ჩაიბარებს, რომელთანაც სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

ბრუნელს აქამდე მთავარ მწვრთნელად „ოშში“, „კოლომიეში“, „პოსა“ და „პერპინიანში“ [2009 წელს ბრუნელის ხელმძღვანელობით საფრანგეთის ჩემპიონი გახდა] უმუშავია, ხოლო იტალიის ნაკრები 2011 წლიდან ჩაიბარა. მას კარგი ურთიერთობა აქვს „ბორდოს“ ამჟამინდელ თავკაც რაფაელ იბანეცთან. 2001-2007 წლებში, როდესაც საფრანგეთის ნაკრებს ბერნარ ლაპორტი წვრთნიდა, ბრუნელი მისი თანაშემწე იყო, ხოლო იბანეცი ამ გუნდში თამაშობდა.

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.0797