კანადის ეროვნულ გუნდთან რუსეთის ნაკრების მარცხმა რაგბის საერთაშორისო საბჭოს (IRB) განახლებულ რეიტინგში “ბორჯღალოსნებიც” ახეირა. “დათვები” წარუმატებლობამ მე-18 პოზიციაზე დააქვეითა, საქართველოსა და აშშ-ს ნაკრებებმა კი კლასიფიკაციაში თითო ადგილით წაიწიეს.
რუსმა მორაგბეებმა რეიტინგში ქართველების გადასწრება “ბორჯღალოსანთა” მიერ “ჩერჩილის თასზე” წარუმატებელი ასპარეზობის შემდეგ შეძლეს. საერთო აზრით, “დათვების” წინსვლა მაინც დაუმსახურებელი გახლდათ, ნოემბრის ბოლო რეიტინგში კი სამართლიანობა ისევ აღდგა.
“ბორჯღალოსანთა” გამამწარებელმა კანადის ნაკრებმა უსახურ და შეცდომებით სავსე თამაშში რუსები 22:6 დაამარცხა და კლასიფიკაციაში ორი ადგილით დააქვეითა. შედეგად, მე-16 პოზიციაზე აშშ-მ, ხოლო მე-17-ზე საქართველომ უბრძოლველად გადაინაცვლეს.
მსოფლიოს ჩემპიონ სამხრეთ აფრიკის ძლევის ხარჯზე მე-4 პოზიციას უწია ირლანდიის გუნდმა, უელსი კი ავსტრალიასთან საშინაო მარცხის შემდეგ მე-6-დან მე-8 საფეხურზე აღმოჩნდა და წინ ინგლისი და არგენტინა გაუშვა.
ბოლო წლებისთვის სარეკორდო მე-11 ადგილზე გადაინაცვლა იტალიის ეროვნულმა ნაკრებმა, რომელმაც უშუალო კონკურენტი სამოას გუნდი შინაურ კედლებში დაამარცხა და ათეულს კიდევ უფრო მიუახლოვდა.
IRB-ს რეიტინგი 30 ნოემბრისთვის
1 (1). ახალი ზელანდია 91.68
2 (2). სამხრეთ აფრიკა 88.59
3 (3). ავსტრალია 85.55
4 (5). ირლანდია 84.58
5 (4). საფრანგეთი 82.40
6 (7). ინგლისი 80.72
7 (8). არგენტინა 80.55
8 (6). უელსი 79.89
9 (9). შოტლანდია 76.59
10 (10). ფიჯი 75.91
11 (12). იტალია 72.62
12 (11). სამოა 72.09
13 (13). იაპონია 70.59
14 (14). კანადა 68.80
15 (15). ტონგა 68.11
16 (17). აშშ 67.05
17 (18). საქართველო 66.85
18 (16). რუსეთი 66.22
19 (19). რუმინეთი 64.63
20 (20). ურუგვაი 60.89
21 (21). პორტუგალია 59.73
22 (22). ნამიბია 59.63
23 (23). ესპანეთი 59.01
24 (24). ჩილე 57.95
25 (25). ს.კორეა 57.90
26 (26). უკრაინა 55.47
27 (27). გერმანია 55.35
28 (28). ყაზახეთი 55.12
29 (29). ბრაზილია 54.97
30 (30). ტუნისი 54.12
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია