ამბები

23:59 | 11.12.2009 | ნანახია 2097 - ჯერ

ჯორჯში დუბაი მეორდება

სამხრეთ აფრიკის ქალაქ ჯორჯში მიმდინარე 2009/2010 წლების 7-კაცა რაგბის მსოფლიო სერიის მეორე ეტაპზე, თასისათვის ბრძოლას ზუსტად ის 8 გუნდი განაგრძობს, რომლებმაც ერთი კვირის წინ დუბაის ეტაპზე ჯგუფებში პირველ-მეორე ადგილი დაიკავეს. სამხრეთ ნახევარსფეროს წარმომადგენლებმა ამჯერადაც ივაჟკაცეს და 7 მათგანი თასის 1/4-ფინალშია, ევროპიდან კი მათ ინგლისი დაემატათ.
ჯგუფურ ეტაპზე საინტერესო ბრძოლა შედგა დუბაის ეტაპის თასის ფინალისტებს შორის. სამოამ ერთი კვირის წინანდელი მარცხისათვის რევანში აიღო და მეტოქე ერთი გადასახვით დაამარცხა - 24:22. შარშანდელი სერიის გამარჯვებულმა სამხრეთ აფრიკამ კენიის დამარცხება ვერ შეძლო. 0:12-ის შემდეგ მათ წონასწორობის აღდგენა კი მოახერხეს, მაგრამ მეტოქეს გატანილ-გაშვებული ქულებით ჩამორჩნენ და 1/4-ფინალში ძლიერი მეტოქე ფიჯი შეხვდათ. 
ინდივიდუალურ მაჩვენებლებში 6 გატანილი ლელოთი ახალზელანდიელი შერვინ სტოუერსი ლიდერობს, კენიელმა კოლინს ინჯერამ და ფიჯელმა უილიამ რიდერმა კი 5-5 ლელო მიითვალეს. უილიამ რიდერი მექულეების სიას ლიდერობს (45) ქულა, შერვინ სტოუერსს კი ლელოებმა ამ მაჩვენებელში მე-2 ადგილზე დამკვიდრების საშუალება მისცა (30 ქულა). 



A ჯგუფი
სამხრეთ აფრიკა - საფრანგეთი 38:14
კენია - ზიმბაბვე 50:0
სამხრეთ აფრიკა - ზიმბაბვე 29:5
კენია - საფრანგეთი 33:7
საფრანგეთი - ზიმბაბვე 5:31
სამხრეთ აფრიკა - კენია 12:12

1. კენია    3    2    1    0    95-19    8
2. სამხრეთ აფრიკა    3    2    1    0    79-31    8
3. ზიმბაბვე    3    1    0    2    36-84    5
4. საფრანგეთი    3    0    0    3    26-102    3

B ჯგუფი

ფიჯი - პორტუგალია 50:7
ავსტრალია - რუსეთი 14:14
ფიჯი - რუსეთი 31:12
ავსტრალია - პორტუგალია 21:5
პორტუგალია - რუსეთი 21:12
ფიჯი - ავსტრალია 31:0

1. ფიჯი    3    3    0    0    112-19    9
2. ავსტრალია    3    1    1    1    35-50    6
3. პორტუგალია    3    1    0    2    33-83    5
4. რუსეთი    3    0    1    2    38-66    4

C ჯგუფი

ახალი ზელანდია - სამოა 22:24
უელსი - აშშ 15:12
ახალი ზელანდია - აშშ 57:0
უელსი - სამოა 0:26
სამოა - აშშ 10:7
ახალი ზელანდია - უელსი 17:10

1. სამოა    3    3    0    0    60-29    9
2. ახალი ზელანდია    3    2    0    1    96-34    7
3. უელსი    3    1    0    2    25-55    5
4. აშშ    3    0    0    3    19-82    3

D ჯგუფი
შოტლანდია - არგენტინა 5:15
ინგლისი - ტუნისი 45:0
შოტლანდია - ტუნისი 26:14
ინგლისი - არგენტინა 17:7
არგენტინა - ტუნისი 43:0
შოტლანდია - ინგლისი 19:29

1. ინგლისი    3    3    0    0    91-26    9
2. არგენტინა        3    2    0    1    65-22    7
3. შოტლანდია    3    1    0    2    50-58    5
4. ტუნისი    3    0    0    3    14-114    3

სინის 1/4-ფინალი. (IX-XVI ადგილები)
ზიმბაბვე - რუსეთი
შოტლანდია - აშშ
უელსი - ტუნისი
პორტუგალია - საფრანგეთი
თასის 1/4-ფინალი. (I-VIII ადგილები)
კენია - ავსტრალია
ინგლისი - ახალი ზელანდია
სამოა - არგენტინა
ფიჯი - სამხრეთ აფრიკა 

 

ზურა ქსოვრელი

























































 
 
     
 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.075703