ამბები

10:53 | 21.12.2009 | ნანახია 2566 - ჯერ

ჩხაიძემ ესპანელები არ დაინდო

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მესამეხაზელმა გიორგი ჩხაიძემ, “ჩელენჯ ქაფის” მეოთხე ტურში მადრიდელებს ორი ლელო დაუდო და საკუთარ გუნდს ფლეი ოფისკენ გზა გაუხსნა. ჩხაიძე ძირითად შემადგენლობაში იყო და ლელოები მე-13 და 21-ე წუთებზე გაიტანა, მისმა გუნდმა კი პროგრამა მინიმუმი პირველსავე ტაიმში შეასრულა, ანუ  4 ლელო გაიტანა და გამარჯვების ოთხთან ერთად ერთი პრემიალური ქულაც მიიღო.  მწვრთნელმა ქართველი ლეგიონერი 58-ე წუთზე შეცვალა. ძირითად შემადგენლობაში იყო და 45 წუთი ითამაშა “მონპელიეს” მეორე ქართველმა მამუკა გორგოძემ.
ინგლისში 14:18 დამარცხდა და მხოლოდ პრემიალურ ქულას დასჯერდა აქვსენტი გიორგაძის “კასტრი”. საქართველოს ნაკრების პირველხაზელმა თამაში ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და 63-ე წუთზე შეცვალეს. სანამ გიორგაძე მოედანზე იყო, მისი გუნდი 14:12 იგებდა, ბოლო 8 წუთში კი ორი ჯარიმა გაუშვა და მარცხი განიცადა. სამაგიეროდ ამ ჯგუფში მეოთხე თამაში მოიგო დავით ქუბრიაშვილის “ტულონმა” და სატურნირო ცხრილს უდანაკარგოდ ლიდერობს. ქართველ ლეგიონერს მატჩში მონაწილეობა არ მიუღია, თუმცა მისმა თანაგუნდელებმა ბონუს-ქულის აღებაც შეძლეს.
გოდერძი შველიძისა და ბექა შეყლაშვილის “მონტობანმა”, ინგლისური “ნიუკასლი” 24 :19 დასცა და ფლეი ოფში გასვლისთვის ბრძოლას აგრძელებს. ქართველ ლეგიონერთაგან განაცხადში მხოლოდ შველიძე იყო და მოედანზე 58-ე წუთზე გავიდა.
“ჩელენჯ ქაფი”. ჯგუფური ეტაპი. IV ტური
I ჯგუფი

ბურგონი - პარმა 31:10
ლიდსი - ბუქარესტი 47:0

1 ლიდსი 4 3 0 1 113-48 14
2 . ბურგონი 3 2 0 1 65-62 10
3 ბუქარესტი  4 1 0 3 46-87 6
4 პარმა  3 1 0 2 46-73 4

მომდევნო ტური
ბურგონი - ბუქარესტი (16 იანვარი)
პარმა - ლიდსი (16 იანვარი)
 II ჯგუფი
კონახტი - ვუსტერ ვარიორსი 19:7
მადრიდი - მონპელიე 6:42

1 კონახტი 4 4 0 0 113-53 17
2 მონპელიე  4 3 0 1 140-44 15
3 ვუსტერ ვარ.  4 1 0 3 83-72 7
4 მადრიდი   4 0 0 4 16-183 0

მომდევნო ტური
ვუსტერ ვარიორსი - მადრიდი
(16 იანვარი)
კონახტი - მონპელიე (16 იანვარი)
III ჯგუფი
როვიგო - ტულონი 7:30
სარაცენი - კასტრი 18:14

1 ტულონი 4 4 0 0 167-50 18
2 სარაცენი 4 3 0 1 100-66 13
3 კასტრი 4 1 0 3 116-85 6
4 როვიგო 4 0 0 4 33-215 0

მომდევნო ტური
სარაცენი - ტულონი (16 იანვარი)
კასტრი - როვიგო (16 იანვარი)
IV ჯგუფი
ბაიონი - ლონდონ ვაპსი 3:12
რომა - მეტრო რასინგი 3:53

1 ლონდონ ვაპსი 4 4 0 0 109-34 17
2 მეტრო რასინგი   4 2 0 2 144-41 12
3 ბაიონი 4 2 0 2 102-53 10
4 რომა 4 0 0 4 6-233 0

 

მომდევნო ტური
ლონდონ ვაპსი - რომა (16 იანვარი)
ბაიონი - მეტრო რასინგი (16 იანვარი)
V ჯგუფი
მონტობანი - ნიუკასლ ფალკონსი 24:19
ალბი - პეტრარკა პადოვა 38:16

 

1 ნიუკასლი  4 3 0 1 110-60 15
2 მონტობანი 4 3 0 1 74-53 12
3 ალბი 4 2 0 2 83-94 10
4 პეტრარკა 4 0 0 4 69-129 1

 

მომდევნო ტური
ალბი - ნიუკასლი (16 იანვარი)
პეტრარკა პადოვა - მონტობანი
(16 იანვარი)

ზურა ქსოვრელი
 

 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.082367