ამბები

19:54 | 25.12.2009 | ნანახია 2382 - ჯერ

მგელაძემ “ვისოლი-ყოჩები” ოფიციალურად ჩაიბარა

საქართველოს მორაგბეთა გასული ჩემპიონატის ვიცე-ჩემპიონი მწვრთნელი, ლევან მგელაძე მომავალ სეზონში თბილისის “ვისოლი-ყოჩების” დამრიგებელი იქნება და წარმატების მოპოვებას ახლა ამ გუნდთან ერთად ეცდება.
მწვრთნელი ოფიციალურად ნავთობკომპანია “ვისოლის” მიერ საფეხბურთო კლუბ “ვისოლ-ავაზას” პრეზენტაციისას წარადგინეს.
მგელაძე ქართველ მწვრთნელთაგან ერთ-ერთი გამორჩეულია და ერთი პერიოდი ჩეხეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი იყო. ორი წლის წინათ, ის ბათუმური კლუბის - “ბათუმი XV”-ის ხელმძღვანელობამ რეგიონში რაგბის აღორძინებისთვის ჩამოიყვანა. პირველ წელს აჭარულმა კლუბმა უმაღლესი ლიგის საგზური მოიპოვა, გასულ ჩემპიონატში კი, ერთი შეხედვით უმაღლესში დასარჩენად გასული გუნდი, ვერცხლის მედლების მფლობელი გახდა.
საგულისხმოა, რომ ფინალისკენ მივალ გზაზე, ავსტრალიურ ფლეი ოფში “ბათუმი XV”-მა სწორედ “ვისოლი-ყოჩები” დაამარცხა, მცირე ფინალში იმ მომენტისთვის საქართველოს ჩემპიონ “ლოკომოტივს” სძლია. მგელაძის გაწვრთნილებმა ფინალში “ლელოსაც” დიდი წინააღმდეგობა გაუწიეს, მაგრამ ოქროს ვეღარ შეწვდნენ.

 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.082525