ამბები

17:07 | 3.01.2010 | ნანახია 2380 - ჯერ

7-კაცას მასპინძლობის მსურველი სამიღა დარჩა

7-კაცა რაგბის 2013 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძელი ქვეყნების მსურველთა რაოდენობა, რვიდან სამამდე შემცირდა.
როგორც რაგბის საერთაშორისო საბჭოს (IRB) ოფიციალური საიტი იუწყება, რუსეთის, არგენტინის, ავსტრალიის, ბრაზილიის, გერმანიის, ჰონკონგის, შოტლანდიისა და აშშ-ს წარმომადგენელთაგან, საბოლოო განაცხადი მხოლოდ რუსეთმა, გერმანიამ და ბრაზილიამ შეიტანეს.
ტენდერში გამარჯვებულის ვინაობა, ანუ იმ ქვეყნისა, რომელიც 2013 წლის 7-კაცა რაგბის მსოფლიო პირველობას უმასპინძლებს, მიმდინარე წლის მაისში, IRB-ს აღმასკომის სხდომაზე გაირკვევა. საგულისხმოა, რომ შემორჩენილი 3 ქვეყნიდან, მსოფლიოს 7-კაცა ჩემპიონატისთვის აქამდე არცერთს უმასპინძლია.
დღევანდლამდე, რუსეთმა, კერძოდ კი მისმა დედაქალაქმა მოსკოვმა, 7-კაცა რაგბიში ევროპის ჩემპიონატის სამ დასკვნით ეტაპს უმასპინძლა (2005, 2006 და 2007 წლებში), 2008 და 2009 წლებში კი, 7-კაცა რაგბის საკლუბო გუნდების ევროპის ჩემპიონთა თასი გაიმართა. აღსანიშნავია, რომ IRB-მ რუსებს 2010 წლის Junior World Trophy-ს მასპინძლობის უფლებაც უბოძა (მსოფლიო ალაფა 20-წლამდე მორაგბეთა შორის, სადაც 8 გუნდი მონაწილეობს და ამ ასაკის მორაგბეებში, მსოფლიოს ჩემპიონატის B დივიზიონის ნაკრებები თამაშობენ. ამათ შორის მოგებული, მომავალი პირველობისთვის მსოფლიო თასზე გამოსვლის უფლებას იღებს).
მისი კონკურენტებიდან, გერმანიამ 7-კაცა რაგბის ევროპირველობას ოთხჯერ უმასპინძლა (2002, 2003, 2008 და 2009 წლებში), ბრაზილიაში კი, 2016 წელს ზაფხულის ოლიმპიური თამაშები გაიმართება და იქ 7-კაცა რაგბის დისციპლინაში, მედლები პირველად გათამაშდება.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.084532