ამბები

11:44 | 4.01.2010 | ნანახია 4086 - ჯერ

რუსეთის ნაკრებში უკვე 4 ქართველია

რუსეთის მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ნიკოლაი ნერუშმა, როგორც ჩანს, “ერთა თასსა” და მსოფლიოს 2011 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე, საქართველოს ეროვნული ნაკრების ქართველთა მეშვეობით დამარცხება საბოლოოდ გადაწყვიტა და სამხრეთ აფრიკაში, შეკრებაზე ერთბაშად 4, წარმოშობით ქართველი იახლა.
კარლო მაღლაკელიძე და გიორგი მინაძე, რომლებიც “იმპერიას” შერკინების მოთამაშეები არიან, “დათვების” შემადგენლობაში აქამდეც იყვნენ გამოძახებულნი და რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში გამართულ IRB-ს “ერთა თასზე” იბურთავეს. მას შედეგ, მაღლაკელიძეს რუსეთის ნაკრებში რეგულარულად ეძახდნენ, მინაძე კი, მცირედი შესვენების შემდეგ იხმეს. ახლა მათ რიცხვს “ნოვოკუზნეცკის” შერკინების მორაგბეები, ძმები - გრიგორი და ვალერი ცნობილაძეები დაემატნენ.
მთლიანობაში, ნერუში სამხრეთ აფრიკაში 34 მორაგბეს იახლებს. “დათვები” სამკვირიან შეკრებაზე შვიდ იანვარს მიემგზავრებიან და 3 საკონტროლი მატჩის გამართვასაც გეგმავენ. 13 იანვარს საკონტოლო შეხვედრა პრეტორიის უნივერსიტეტის გუნდთან აქვთ დაგეგმილი, 18 იანვარს Blue Bulls Vodacom-ს (სავარაუდოდ, მის ახალგაზრდულ გუნდს) გაეჯიბრებიან, 23 იანვარს კი, ნამიბიის ეროვნულ ნაკრებს შეხვდებიან, რომელმაც 2011 წლის მსოფლიო თასის საგზური უკვე მოიპოვა და რომელიც საფრანგეთში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა 30:0 გაანადგურა.
რუსეთის ნაკრები სამხრეთ აფრიკაში ასეთი შემადგენლობით მიემგზავრება: ალექსანდრ ხროკინი, ალექსეი ტრავკინი, ვლადისლავ კორშუნოვი, ალექსანდრ ვოიტოვი, კირილ კუშნაროვი, ევგენი მატვეევი, ვიქტორ გრესევი, ალექსეი პანასენკო, ალექსანდრ შაკიროვი, ალექსანდრ იანიუშკინი, იური კუშნაროვი, სერგეი ტრიშინი, ვასილი არტიომოვი, მიხაილ ბაბაევი, ანდრეი კუზინი, იგორ კლუჩნიკოვი (ყველა “ვვა-პოდმოსკოვიე”); ვლადიმირ ბოტვინნიკოვი, ევგენი პრონენკო, სერგეი ბაჟენოვი, ანდრეი ტემნოვი, არტიომ ფათახოვი, ალექსეი ტოლსტიხი, ალექსეი კორობეინიკოვი, პაველ ნოვიკოვი (ყველა “ენისეი-სტმ”); ოლეგ აზარენკო, იგორ გალინოვსკი, ანდრეი გარბუზოვი, ალექსეი მაკოვეცკი, ალექსანდრ გვოზდოვსკი (ყველა “კრასნი იარი”); კარლო მაღლაკელიძე, გიორგი მინაძე (ორივე “იმპერია”); გრიგორი ცნობილაძე, ვალერი ცნობილაძე (ორივე “ნოვოკუზნეცკი”); ნიკიტა მედკოვი (“სლავა”).
რუსეთის ნაკრები სამშობლოში 25 იანვარს დაბრუნდება და ექვს თებერვალს “ერთა თასსა” და მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე, პირველ შეხვედრას პორტუგალიასთან გამართავს. საქართველოსა და რუსეთის ნაკრებების შეხვედრა კი, ნეიტრალურ მოედანზე, თურქეთის ქალაქ ტრაბზონში, 20 მარტს გაიმართება.

ზურა ქსოვრელი

 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.083853