ამბები

12:45 | 4.01.2010 | ნანახია 3048 - ჯერ

შაბალი საფრანგეთის საუკეთესო სპორტსმენად აღიარეს

საფრანგეთის მორაგბეთა ეროვნული ნაკრებისა და პარიზის “მეტრო რასინგის” შერკინების მეორეხაზელი სებასტიან შაბალი, ჟურნალ l’Equipe-ს ვერსიით, საფრანგეთის 2009 წლის საუკეთესო სპორტსმენად დაასახელეს.
როგორც AFP-ი იტყობინება, გამოკითხვაში დაახლოებით ათასმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა და ექსტრავაგანტული შაბალის სასარგებლოდ ხმა 35,9 პროცენტმა მისცა.
32 წლის შაბალი, ეროვნული გუნდის ღირსებას 2000 წლიდან იცავს. ამ პერიოდში, მან სამფეროვანთა მაისური 52 შეხვედრაში მოირგო და 6 ლელო გაიტანა (30 ქულა).
გამოკითხვაში 34,5 პროცენტით, მეორე ადგილი სებასტიან ლოებმა (რალი) დაიკავა, მესამე კი, 33,2 პროცენტით, საფრანგეთის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრებისა და ესპანური “ბარსელონას” თავდამსხმელმა ტიერი ანრიმ.

1.    სებასტია შაბალი (რაგბი) - 35,9%
2.    სებასტიან ლოები (რალი) - 34,5%
3.    ტიერი ანრი (ფეხბურთი) - 33,2%
4.    ჟანი ლონგო (ველოსპორტი) - 27,8%
5.    ტონი პარკერი (კალათბურთი) - 25,7%


 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.074532