ფიჯის რაგბის კავშირის ხელმძღვანელთა (FRU) განცხადებით, ამ ქვეყნის მორაგბეთა ეროვნული ნაკრები, მომავალში, საერთაშორისო მატჩების წინ ტიმბის საბრძოლო ცეკვას აუცილებლად შეასრულებს.
ამის შესახებ AP-ი იუწყება.
საბრძოლო ცეკვის შესრულების ტრადიცია მთელი 70 წლის განმავლობაში არსებობდა, მაგრამ ის გასული წლის შემოდგომაზე, ევროპული ტურნეს დროს დაირღვა. ამისკენ სპორტსმენებს გუნდის მთავარმა მწვრთნელმა სემ დომონიმ მოუწოდა, რომელიც ქრისტიანია და განაცხადა, რომ ცეკვის შესრულება შორეული წარსულიდან გადმოყოლილი მავნე, წარმართული ჩვევაა. მწვრთნელისვე თქმით, მორაგბეები მის წინადადებას დათანხმდნენ, იმიტომ, რომ ღმერთის ეშინიათ.
თავის მხრივ, ქვეყნის რაგბის კავშირის თავკაცმა უილიამ გავოკამ აღნიშნა, რომ ტიმბის ცეკვა ტრადიციაა და მისი დაკარგვა არაფრით არ შეიძლება.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია