ამბები

15:38 | 12.01.2010 | ნანახია 1991 - ჯერ

სუპერ 14-ის ახალ წევრს “მელბურნ რებელსი” ერქმევა

ავსტრალიის რაგბის კავშირის (ARU) ცნობით, სამხრეთ ნახევარსფეროს უძლიერეს საკლუბო ტურნირ სუპერ 14-ის (ის მალე სუპერ 15-ად გადაკეთდება) მონაწილეს, “მელბურნ რებელსი” ერქმევა.
Scrum-ის ინფორმაციით, კლუბის სამართავად კონსორციუმი შეიქმნება, რომელსაც სათავეში ბიზნესმენი ჰაროლდ მიჩელი ჩაუდგება. ამჟამად, ახლადდაარსებული კლუბი აღმასრულებელ დირექტორს, მთავარ მწვრთნელსა და 30 მორაგბეს ეძებს.
“მელბურნი” საშინაო მატჩებს 31-ათასიან Rectangular Stadium-ზე ჩაატარებს.

კლუბს 10-მდე ლეგიონერის დამატების ნება დართეს. საგულისხმოა, რომ სხვა ავსტრალიურ კლუბებს, მხოლოდ ორი უცხოელი მორაგბის ყოლის უფლება აქვს. ცნობილი გახდა ისიც, რომ ARU ისეთივე სატრანსფერო ფანჯარას გამოიყენებს, როგორიც ფეხბურთშია.
სუპერ 14 2011 წლიდან გაფართოვდება და სამ დივიზიონში სამხრეთ აფრიკის, ავსტრალიის და ახალი ზელანდიის გუნდები ითამაშებენ.
 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.087838