ამბები

12:36 | 15.03.2016 | ნანახია 895 - ჯერ

ბილ ბომონტი - ერთადერთი კანდიდატი

ინგლისის ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანი, ინგლისის რაგბის კავშირის მოქმედი ხელმძღვანელი ბილ ბომონტი ერთადერთია, რომელმაც „მსოფლიო რაგბის“ თავმჯდომარის პოსტის დაკავების სურვილი გამოთქვა.

მას შემდეგ, რაც ბერნარ ლაპასემ დაადასტურა, რომ ამა წლის მაისიდან დაკავებულ თანამდებობაზე აღარ დარჩება, საინტერესო გახდა მისი მემკვიდრის ვინაობის განსაზღვრა. კანდიდატების წარდგენის ვადა უკვე ამოიწურა და 11 მაისს, დუბლინში გასამართი არჩევნებისთვის, მხოლოდ ერთი კანდიდატი, 64 წლის ბომონტი დარეგისტრირდა. შეგახსენებთ, რომ არჩეული პირი მსოფლიო რაგბის მმართველად 4 წლის განმავლობაში დარჩება.

ცნობილია „მსოფლიო რაგბის“ ვიცე-პრეზიდენტის პოსტზე ორეგონ ჰოსკინსის შესაძლო შემცვლელის კანდიდატის ვინაობაც. ის არგენტინის ნაკრების ყოფილი მოთამაშე აგუსტინ პიშოტია.

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
18:44 | 15.03.2016
BEERTRANCE (1073)

ეგღა გვაკლდა

0.074977