ახალი ზელანდიის მორაგბეთა ეროვნული გუნდის ყოფილმა წევრმა კარლოს სპენსერმა სამხრეთაფრიკის კლუბთან, იოჰანესბურგის “ლაინსთან” კონტრაქტი გააფორმა და სუპერ 14-ში ითამაშებს.
	მართალია, კონკრეტული თანხა არ სახელდება, მაგრამ საინფორმაციო საშუალებები ირწმუნებიან, რომ მისი კონტრაქტი სამხრეთ აფრიკაში მობურთალ მორაგბეთა შორის ყველაზე ძვირადღირებული იქნება. 
	აღსანიშნავია, რომ სპენსერს სუპერ 14-ში უკვე ხუთი წელია არ უთამაშია.
	34 წლის მორაგბემ, 1997-2004 წლებში, “ოლ ბლექსის” მაისური 35 მატჩში მოირგო და გუნდს 291 ქულა შესძინა (153 ქულა “სამი ერის” გათამაშებაში - 3 ლელო, 21 რეალიზაცია და 32 ჯარიმა), ბოლო დროს კი ინგლისის “გლოსტერის” ღირსებას იცავდა. აღსანიშნავია, რომ თამაშთან ერთად, სპენსერი გუნდის ერთ-ერთი მწვრთნელის ფუნქციასაც შეითავსებს. მას “ვესტერნ ფორსში” გადასული ანდრე პრეტორიუსის შემცვლელად მიიჩნევენ.
	
	
	 







კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია