ამბები

16:52 | 12.01.2010 | ნანახია 2147 - ჯერ

“სარაცინი” მარცხის შემთხვევაში ქომაგებს ფულს დაუბრუნებს

ინგლისის რაგბის კლუბ “სარაცინის” ხელმძღვანელთა განცხადებით,  გულშემატკივრები, რომლებიც მიმდინარე სეზონის დარჩენილი საშინაო შეხვედრების აბონემენტებს შეიძენენ, გადახდილ თანხას სრულად მიიღებენ უკან, იმ შემთხვევში,  თუ გუნდი დარჩენილი ექვსი მატჩიდან ერთ-ერთში მაინც დამარცხდება.
“გინესის პრემიერშიპში” ამ გუნდის დარჩენილი ოთხი საშინაო შეხვედრიდან, ორი “უემბლის” სტადიონზე ჩატარდება. გარდა ამისა, ნაციონალური პირველობის ერთ-ერთ ლიდერს სხვა ტურნირებში მინიმუმ ორი საშინაო მატჩი ელის - “ჩელენჯ ქაფზე” და ინგლის-უელსის თასზე (LV Cup-ი, რომელსაც ადრე EDF Energy Cup-ი ეწოდებოდა).  “სარაცინი” “ჩელენჯ ქაფზე” ფრანგულ “ტულონს”, LV Cup-ზე - “ნიუპორტს”, ხოლო “გინეის პრემიერლიგაში” - “უორჩესტერს”, “ბატს”, “ნიუკასლს” და “ჰალიკვინსს” მასპინძლობს. “ჩელენჯ ქაფზე” “სარაცინი” ამჟამად 13 ქულით მეორე ადგილზეა და “ტულონს” 5 ქულით ჩამორჩება, ეროვნულ ჩემპიონატში 40 ქულით მეორეა და პირველ ადგილოსან “ლესტერსთან” ერთ ქულას აგებს, ოღონდ მეტოქეზე ერთი მატჩით ნაკლები აქვს გამართული. 
 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.080641