ამბები

17:22 | 12.01.2010 | ნანახია 1980 - ჯერ

უილკინსონი “ტულონთან” კონტრაქტს გაახანგრძლივებს

ინგლისის მორაგბეთა ეროვნული ნაკრების “ათიანი” ჯონ უილკინსონი, ფრანგულ “ტულონთან” კონტრაქტის გახანგრძლივებას აპირებს.
უილკინსონი ფრანგულ კლუბში მიმდინარე სეზონის წინ ინგლისის “ნიუკასლიდან” გადავიდა და იგი საქართველოს ეროვნული ნაკრების პირველხაზელ დავით ქუბრიაშვილის თანაგუნდელია.
ინგლისელს სურს, რომ მოქმედ კონტრაქტში ჩადებული იმ პუნქტით ისარგებლოს, რომლის მიხედვითაც, მხარეთა თანხმობის შემთხვევაში, თანამშრომლობა კიდევ ერთი წლით ავტომატურად გახანგრძლივდება. მორაგბის აგენტის განცხადებით, მოლაპარაკებები წარმატებით მიმდინარეობს და საბოლოო გადაწყვეტილება უახლოეს პერიოდში გაცხადდება - იუწყება The Times-ი.
“ჯონს მოსწონს საფრანგეთში ცხოვრება და ამ საკითხის გადაჭრას უახლოეს პერიოდში ვგეგმავთ” - განაცხადა უილკინსონის აგენტმა ტიმ ბატიმორმა.
30 წლის ინგლისელი, კონტრაქტით, ხელფასის სახით წელიწადში 700 ათას ევროს იღებდა და შეთანმების განახლების შემთხვევში, მისი ხელფასი ზემონახსენებზე მცირე არ იქნება. უილკინსონმა Top 14-ის 14 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, ერთი ლელო, 17 გარდასახვა, 40 ჯარიმა და 6 არეკნი გაიტანა და ჯამში 177 ქულა მოუგროვდა. ამ მაჩვენებლით ის საფრანგეთის ელიტარული დივიზიონის ბომბარდირებში პირველ ადგილზეა. ეროვნული გუნდის მაისური მან 75 მატჩში მოირგო და გუნდს 1 100 ქულა შესძინა.

 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.110066