ამბები

16:04 | 15.01.2010 | ნანახია 1935 - ჯერ

“მელბურნი” ვიკერით დაინტერესდა

ავსტრალიური ახლადდაარსებული კლუბი “მელბურნ რებელსი”, რომელიც 2011 წლიდან სამხრეთ ნახევარსფეროს უძლიერეს საკლუბო ტურნირს სუპერ 14-ს მე-15 წევრად დაემატება და მას სუპერ 15-ად აქცევს, ინგლისის ეროვნული ნაკრებისა და “ლონდონ უოსპსის” მორაგბე ფილ ვიკერით დაინტერესდა.
The Australian-ის ინფორმაციით, 33 წლის შერკინების პირველხაზელს კლუბის სატრანსფერო პოლოტიკაში პრიორიტეტული ადგილი უჭირავს.
ახლა ჯერი ვიკერის გადაწყვეტილებაზეა. მას ორ მსოფლიო თასზე აქვს ნათამაშები - 2003 წელს, როდესაც ინგლისის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონი გახდა და 2007 წელს, სადაც ის ეროვნული გუნდის კაპიტანი იყო. შეწირავს თუ არა ვიკერი საკლუბო კარიერას ახალ ზელანდიაში მესამე მსოფლიო თასზე გამგზავრების პერსპექტივას,  უახლოეს მომავალში გამოჩნდება. მას ლონდონურ კლუბთან მოქმედი კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს უმთავრდება, ახლა კი ტრავმირებულია და უქმადაა. ამ ტრავმის გამო ვეტერანი მორაგბის “ექვს ერზე” თამაში კითხვის ნიშნის ქვეშაა.
“მელბურნის” მთავარ მწვრთნელად როდ მაკვინი დაინიშნა, რომელიც წარსულში ავსტრალიის ეროვნულ გუნდს ავარჯიშებდა.


 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.089177