ამბები

16:19 | 15.01.2010 | ნანახია 1956 - ჯერ

დუპის დისკვლიფიკაცია შვიდი დღით შეუმცირეს

საფრანგეთის მორაგბეთა ეროვნული ნაკრებისა და პარიზის “სტად ფრანსეს” ნახევარმცველ ჟულიენ დუპის ნახევარწლიანი დისკვალიფიკაცია ერთი კვირით შეუმცირეს.
დუპი 12 დეკემბერს “ჰეინეკენის “თასის” ჯგუფური ეტაპის მესამე ტურის მატჩის დროს მომხდარი ინციდენტისთვის დასაჯეს, როდესაც მან “ულსტერის” მორაგბე სტივენ ფერისის საქციელი არ მოიწონა და მეტოქისთვის თვალის დაზიანება გადაწყვიტა. სადასჯემლო კომისიამ მომხდარი განიხილა და მას ექვსთვიანი დისკვალიფიკაცია გამოუწერა, თუმცა, აპელაციის შემდეგ სასჯელი 7 დღით შეამცირა.
Reuters-ის ინფორმაციით, დამოუკიდებელმა კომისიამ მომხდარი კიდევ ერთხელ განიხილა და დაასკვნა - “თავდაპირველი სასჯელი არასწორია მხოლოდ სასჯელის ვადებით” და მის შემცირებას ამად დათანხმდა. ამრიგად, 26 წლის დუპის მოედანზე გასვლა 27 მაისიდან შეეძლება.
“ძალიან მკაცრი სასჯელია. ტურნირის ორგანიზატორებს პრეცედენტის შექმნა სურდათ. ფერისმა თქვა, რომ თვალის დაზიანების მიზნით მიზანმიმართულ დარტყმას ადგილი არ ჰქონდა. სასჯელის ზომა იმან განაპირობა, რომ დუპი ფრანგია” - განაცხადა “სტად ფრანსეს” პრეზიდენტმა მაქს გუაცინიმ.



 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.0796