ევროპული რაგბის მმართველმა ორგანიზაციამ (FIRA), საქართველოსა და გერმანიის ნაკრებებს შორის 2010 წლის “ერთა თასის” პირველი ტურისა და 2011 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპის მეექვსე შეხვედრის განსასჯელად ფრანგი არბიტრები დანიშნა.
“ბორჯღალოსნები” გერმანიის გუნდს 6 თებერვალს თბილისში დაუხვდებიან და მთავარი მსაჯი პატრიკ პეჩემბერტი იქნება, ასისტენტობას კი სებასტიან მინერი და ჟერმონ ლამირანდი გაუწევენ.
კომისრის ფუნქციას ბელგიელი დანიელ ბრუნეტი შეასრულებს, რომელიც ბელგიის რაგბის კავშირის გენერალური მდივანია.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია