ამბები

11:19 | 18.01.2010 | ნანახია 1831 - ჯერ

ზირაქაშვილი და ”კლერმონი” 1/4-ფინალთან

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების პირველხაზელ დავით ზირაქაშვილის “კლერმონმა”, საკუთარ “მარსელ მიხელინზე” უელსის “ოსპრეი” 27:7 დაამარცხა და ევროპის უძლიერეს საკლუბო ტურნირ “ჰეინეკენის თასზე”, 1/4-ფინალში გასვლის კარგ შანსს ინარჩუნებს.
ახლა ფრანგებს მარტივი ამოცანა აქვთ გადასაჭრელი, 23 იანვარს, III ჯგუფის აუტსაიდერი იტალიური “ვიადანა” სტუმრად უნდა დაამარცხონ და პირველ ადგილზე თუ ვერ გავლენ, ფლეი ოფში გამსვლელ ორ საუკეთესო მეორეადგილოსანს შორის უცილობლად მოხვდებიან. არადა, შეხვედრა ფრანგთათვის არცთუ კარგად დაიწყო, ბრიტანელმა ვარსკვლავმა ბოვემ მე-7 წუთზე თავისი მეორე შანსი გამოიყენა და ლელოთი უელსელები დააწინაურა, ზუსტი გარდასახვის შედეგად კი ანგარიში 7:0 გახდა. მიუხედავად ამისა, მასპინძლები მთელი შეხვედრის განმავლობაში ბურთს და თამაშის მიმდინარეობას აკონტროლებდნენ და საბოლოოდ 27:7 დამსახურებულად გაიმარჯვეს. გაშვებული ლელოს შემდეგ, ფრანგებმა საგრძნობი უპირტესობა მოიპოვეს და მე-15 წუთზე ჯეიმ ბრუკმა ჯარიმით სხვაობა შეამცირა, 22-ე წუთზე კი ასევე ჯარიმით ჩამორჩენა მინიმუმამდე დაიყვანა.
ტრიბუნაზე შეკრიბილმა 15 482-მა მაყურებელმა 34-ე წუთზე ბრუკის ჯარიმით კიდევ ერთხელ გაიხარა, მით უმეტეს, რომ ამ დროს მასპინძელთა გუნდი დაწინაურდა, ზედ შესვენების წინ კი, ჯეიმსმა ძელებსშუა უკვე არეკნი გააძვრინა და ტაიმი 12:7 დასრულდა. ბრუკს უპირატესობის გაზრდა 48-ე წუთზე შეეძლო, მაგრამ ჯარიმა არაზუსტად დაარტყა, 61-ე წუთზე კი “კლერმონმა” ლელო გაიტანა, თუმცა ფრანგებს გარდასახვა გაუფუჭდათ - 17:7. ბრუკმა შეცდომა 69-ე წუთზე გამოასწორა, როდესაც მორიგი ჯარიმა გაიტანა, შეხვედრის დასრულებამდე 3 წუთით ადრე კი ნალაგამ მასპინძელთა მეორე ლელო გაიტანა, რასაც ზუსტი რეალიზაცია მოყვა და საბოლოო შედეგი დაფიქსირდა. ზირაქაშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და მოედანზე 66 წუთი გაატარა.
ახლა “კლერმონს” 16 ქულა აქვს და ჯერჯერობით კვლავ მესამე საფეხურზე იმყოფება, მაგრამ “ოსპრეი” მას მხოლოდ უკეთესი მაჩვენებლებით სჯობნის, “ლესტერს” კი, რომელმაც V ტურში “ვიადანა” გაანადგურა და პრემიალური ქულაც მიითვალა, მათზე ერთი ქულით მეტი აქვს. თუ გავითვალისწინებთ, რომ დასკვნით ტურში “ოსპრეი” და “ლესტერი” ერთურთს ეთამაშებიან და ქულებს ერთ-ერთი მაინც უცილობლად დაკარგავს, “კლერმონი” გამარჯვების შემთხვევში ერთ-ერთ მათგანს უცილობლად გადაასწრებს, პრემიალური ქულის აღების შემთხვევაში კი, შესაძლოა ჯგუფური ეტაპი პირველ საფეხურზეც დასრულოს.
“ჰეინეკენის თასზე” მეხუთე შეხვედრა წააგო დავით ხინჩაგიშვილის “ბრივმა” და კვლავაც უქულოდაა. ქართველი ლეგიონერი განაცხადში არ იყო, ირლანდიურმა “ლინსტერმა” კი მის თანაგუნდელებს 27:10 აჯობა. მასპინძლებმა პირველ ტაიმში მხოლოდ ლელო და გარდასახვა გაიტანეს და 7:0 მოიგეს, მეორე ნახევრის დასაწყისში კი ჯარიმით და ლელოთი უკვე 15:0 დაწინაურდნენ. დარჩენილ დროში ორივე გუნდმა გახსნილი რაგბი ითამაშა და ორ-ორი ლელო გაიტანეს, ოღონდ მასპინძლებმა ერთი რეალიზაცია გამოიყენეს და საბოლოო შედეგი დააფიქსირეს. “ბრივი” ევროთასზე პირველი ქულის აღებას 23 იანვარს “სკარლეტთან” ეცდება, თუმცა მისი ამ ტურნირიდან გამოთიშვა უკვე გადაწყვეტილი ამბავია.
“გლოსტერთან” 8:23 მარცხის მიუხედავად, II ჯგუფში პირველ ადგილზეა და მეტოქეთაგან მიუწვდომელია ქართული წარმაშობის და საფრანგეთის პასპორტის მქონე დიმიტრი იაშვილის “ბიარიცი”. “ბიარიცს” 18 ქულა აქვს და უახლოეს მდევარს 6 ქულით უსწრებს, რომლის აღმოფხვრაც დარჩენილ ერთ ტურში შეუძლებელია, ასე რომ ის 1/4-ფინალში უცილობლად ითამაშებს. იაშვილს გასულ მატჩში მონაწილეობა არ მიუღია, თუმცა, 73 ქულით ის “ჰეინეკენის თასზე” საუკეთესო ბომბარდირთა სიას ლიდერობს და უახლოეს მდევარ როან ოგარას, რომელიც ირლანდიის ეროვნული ნაკრებისა და “ჰეინეკენის თასის” მოქმედ ჩემპიონ “მანსტერის” ერთ-ერთი ლიდერია, 2 ქულით უსწრებს.

I ჯგუფი
ნორთჰემპტონი - პერპინიანი 34:0
ბენეტონი - მანსტერი 7:44

1 მანსტერი 5 4 0 1 173-85 20
2 ნორთჰემპტონი 5 4 0 1 129-92 18
3 პერპინიანი 5 1 0 4 74-117 6
4 ბენეტონი 5 1 0 4 62-144 5

მომდევნო ტური
მანსტერი - ნორთჰემპტონი (22 იანვარი)
პერპინიანი - ბენეტონი (22 იანვარი)

II ჯგუფი
გლოსტერი - ბიარიცი 23:8
გლაზგო - ნიუპორტი 29:25

1 ბიარიცი 5 4 0 1 147-77 18
2 გლოსტერი 5 3 0 2 87-106 12
3 გლაზგო 5 2 0 3 100-99 9
4 ნიუპორტი 5 1 0 4 85-137 6

მომდევნო ტური
ნიუპორტი - გლოსტერი (24 იანვარი)
ბიარიცი - გლაზგო (24 იანვარი)

III ჯგუფი
ლესტერი - ვიადანა 47:8
კლერმონი - ოსპრეი 27:7
 

1 ლესტერი 5 3 1 1 175-106 17
2 ოსპრეი 5 3 1 1 171-109 16
3 კლერმონი 5 3 0 2 142-100 16
4 ვიადანა 5 0 0 5 63-236 0

მომდევნო ტური
ოსპრეი - ლესტერი (23 იანვარი)
ვიადანა - კლერმონი (23 იანვარი)

IV ჯგუფი
სტად ფრანსე - ბათი 15:13
ოლსტერი - ედინბურგი 21:13
 

1 სტად ფრანსე  5 4 0 1 117-86 17
2 ოლსტერი 5 3 0 2 99-84 13
3 ედინბურგი 5 2 0 3 55-87 9
4 ბათი 5 1 0 4 74-88 7

მომდევნო ტური
ბათი - ოლსტერი (23 იანვარი)
ედინბურგი - სტად ფრანსე (23 იანვარი)

V ჯგუფი
ტულუზა - ჰალიკვინსი 33:21
კარდიფი - სეილ შარქსი 36:19
 

1 ტულუზა 5 4 0 1 124-79 19
2 სეილ შარქსი 5 3 0 2 113-134 13
3 კარდიფი  5 3 0 2 104-84 13
4 ჰალიკვინსი 5 0 0 5 82-126 2

მომდევნო ტური
ჰალიკვინსი - კარდიფი (24 იანვარი)
სეილ შარქსი - ტულუზა (24 იანვარი)

VI ჯგუფი
ლინსტერი - ბრივი 27:10
სკარლეტი - ლონდონ აირიში 31:22
 

1 ლინსტერი 5 4 0 1 143-49 20
2 აირიში  5 3 0 2 129-83 15
3 სკარლეტი 5 3 0 2 96-130 13
4 ბრივი  5 0 0 5 51-157 0


მომდევნო ტური
ლონდონ აირიში - ლინსტერი
(23 იანვარი)
ბრივი - სკარლეტი (23 იანვარი)

ზურა ქსოვრელი

 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.088087