ამბები

17:14 | 19.01.2010 | ნანახია 2272 - ჯერ

უელსი “ექვსი ერისთვის” დაირაზმა

უელსის მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, უორენ გეტლენდმა ის მორაგბეები დაასახელა, რომელთაც 2010 წლის “ექვსი ერის” მომავალ შეხვედრებში დაეყრდნობა.
გუნდში ოთხი დებიუტანტია - ტომ პრაიდი, კრისტიან ფილიპსი, რის გილი და რიჩი რისი. გუნდში დაბრუნდა ის სამი მორაგბე, რომლებიც ჯერ კიდევ გასული წლის  ზაფხულში, “ბრიტანელი და ირლანდიელი ლომების” სამხრეთაფრიკულ ტურნეს დროს დაშავდნენ. ესენი არიან: ლი ბერნი, მეტიუ რისი და ადამ ჯონსი.
უელსის ნაკრები “ექვს ერზე” პირველ შეხვედრას 6 თებერვალს თვიქნემში, ინგლისის წინააღმდეგ გამართავს, უორენ გეტლენდმა კი შემდეგ მორაგბეებს უხმო:
უკანა ხაზი: დენ ბიგარი (“ოსპრეი”), ენდრიუ ბიშოპი (“ოსპრეი”), ლი ბერნი (“ოსპრეი”), გერეტ კუპერი (“კარდიფი”), ჯონათან დევისი (“სკარლეტსი”), ლი ჰლფპენი (“კარდიფი”), ჯეიმს ჰუკი (“ოსპრეი”), ტომ ჯეიმსი (“კარდიფი”), სტივენ ჯონსი (“სკარლეტსი”), კრისტიან ფილიპსი (“ოსპრეი”), ტომ პრაიდი (“ოსპრეი”), რიჩარდ რისი (“კარდიფი”), ჯეიმს რობერტსი (“კარდიფი”), მარტინ რობერტსი (“სკარლეტსი”), ტომ შენკლინი (“კარდიფი”), შეინ უილიამსი (“ოსპრეი”);
შერკინება: ჰუვ ბენეტი (“ოსპრეი”), ლუკ ჩარტერისი (“ნიუპორტი”), ბრედლი დევისი (“კარდიფი”), რის გილი (“სარაცინი”), იან გაფი (“ოსპრეი”), პოლ ჯეიმსი (“ოსპრეი”), გეტინ ჯენკინსი (“კარდიფი”), ადამ ჯონსი (“ოსპრეი”), ალუნ ვინ ჯონსი (“ოსპრეი”), დენიელ ჯონსი (“კარდიფი”), რაიან ჯონსი (“ოსპრეი”, კაპიტანი), ეიფიონ ლუის-რობერტსი (“სეილი”), დენ ლიდიეიტი (“ნიუპორტი”), ენდი პაუელი (“კარდიფი”), მეტიუ რისი (“სკარლეტსი”), ჯონათან ტომასი (“ოსპრეი”), სემ უერბერტონი (“კარდიფი”), გერეტ უილიამსი (“კარდიფი”), მარტინ უილიამსი (“კარდიფი”).  
 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.626864