ინგლისის მორაგბეთა ეროვნული ნაკრებისა და ფრანგული “ტულონის” გამთამაშებელმა ჯონი უილკინსონმა კლუბთან კონტრაქტი ერთი წლით გაახანგრძლივა.
AFP-ის ინფორმაციით, რადგან თანამშრომლობით ორივე მხარე კმაყოფილი იყო, მორაგბემ იმ პუნქტით ისარგებლა, რომელიც კონტრაქტის ერთი წლით ავტომატურად გახანგრძლივებას ითვალისწენებდა.
“აქ თავს ბედნიერად ვგრძნობ. ფანტასტიური გუნდი გვყავს და იმედი მაქვს ყველაფერი კარგად იქნება. “ტულონთან” ერთად დიდი ამბიციები მაქვს” - განაცხადა უილკინსონმა.
30 წლის ინგლისელი “ტულონში” გასულ ზაფხულს ინგლისის “ნიუკასლიდან” გადავიდა და Top 14-ში ჩატარებულ 14 შეხვედრაში 177 ქულა დააგროვა, რითაც გათამაშების ბომბარდირთა სიის სათავეშია. ეროვნულ ნაკრებში უილკინსონმა 71-ჯერ ითამაშა და გუნდს 1 041 ქულა შესძინა.
შეგახსენებთ, რომ “ტულონში” უილკინსონის თანაგუნდელი საქართველოს ეროვნული ნაკრების შერკინების პირველხაზელი დავით ქუბრიაშვილია.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია