ამბები

16:30 | 29.01.2010 | ნანახია 3581 - ჯერ

გერმანელები დიდებაშვილით მოდიან

გერმანიის სარაგბო ნაკრების მწვრთნელებმა ბრუნო შტროლოცმა და რუდოლფ ფინშტერერმა ის მოთამაშეები დაასახელეს, რომლებიც 6 თებერვალს, თბილისს ეწვევიან და “ერთა თასის” ფავორიტ საქართველოს ეროვნულ გუნდს გაეჯიბრებიან.
გერმანელებს სხვადასხვა მიზეზთა გამო რამდენიმე მორაგბე აკლიათ, სიახლე კი გუნდში ქართველი შალვა დიდებაშვილის გამოჩენაა. ეს უკანასკნელი “ნოინჰაიმის” წევრია და თანამემამულეთა წინააღმდეგ პირველად გაირჯება. ცნობისთვის, ნოინჰაიმელთა ღირსებას კიდევ ერთი ჩვენებური გრიგოლ სანადირაძე იცავს, თუმცა, მას ნაკრებში არ უხმეს.
შეგახსენებთ, რომ “ერთა თასის” პირველ წრეში “ბორჯღალოსნები” გერმანელებს ჰაედელბერგში დაუპირისპირდნენ და მასპინძლები 38:5 დაამარცხეს.

 
გერმანია სათბილისოდ:
კირონ დევისი (“ემპტჰილი”, ინგლისი), რაფაელ ჰაკლი (“ბერლინერი”), ბენჯამინ კრაუზე, რაფაელ პირაში, ბენჯამინ სიმი (ყველა – “ჰანოვერი”), შტეფენ ლებიგი, პატრიკ შლივა (ორივე – “ჰაიდელბერგ RK”), მეტიუ ფრანკე, ალექსანდერ ვიდიკერი (ორივე – “ორლეანი”, საფრანგეთი), კლემენს ფონ გრუმბკოუ (“პრატო”, იტალია), ტიმ კოლი, მუსტაფა გუნგური, ედმორ ტაკაენდესა, მანუელ ვილჰელმი (ყველა – “RG ჰაიდელბერგი”), ლუკაშ ჰინდს-ჯონსონი, ლუკაშ როზენალი (ორივე – “ბერლინი”), ალექსანდერ ჰაუკი, ჯეიმი ბენ ჰიუსტონი, დანიელ პროისნერი, მარკ შტინდერა, როლფ ვახა (ყველა – “ფრანკფურტი”), შალვა დიდებაშვილი (“ნოინჰაიმი”).

კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.089811