პირველი ლიგა

11:25 | 15.03.2016 | ნანახია 3277 - ჯერ

კანდიდატი მხოლოდ ორია

„დიდი 10“-ის მომავალ გათამაშებაში ქუთაისის „ბაგრატი“, ან თბილისის „დინამო“ ითამაშებს, ხოლო მათგან ერთ-ერთს, მიზნის მისაღწევად გადათამაშებაში მოუწევს ბრძოლა.

მე-11 ტურის შეხვედრებამდე კანდიდატი სამი იყო, მაგრამ „თიბისი უნივერსიტეტი“ პატარძეულში „კახეთთან“ 17:31 დამარცხდა და ბრძოლას ჩამოშორდა. აქამდე უნივერსიტეტელებს მხოლოდ ორი თამაში ჰქონდათ წაგებული, ორივე ლიდერებთან და რადგან დასკვნით ტურებში ლიდერებს მორიგეობით ხვდებოდა, აღზევების შანსსაც ინარჩუნებდა, მაგრამ ფეხი დაუცდა და შანსიც ხელიდან გაუშვა.

2016 წელს პირველი ლიგის გუნდებმა პირველად ითამაშეს და ლიდერებმაც მორიგი გამარჯვებები ჩაიწერეს, თანაც პრემიალური ქულებიც ჩაიწერეს. „ბაგრატმა“ თბილისის „ივერიას“ უმასპინძლა და 31:10 სძლია, ხოლო „დინამომ“ თანაქალაქელ „ხულიგანას“ 26:3 აჯობა. ამავე ტურში, აუტსაიდერების შეხვედრაში ფოთის „კოლხმა რაინდებმა“ სტუ 24:15 დაამარცხა. ფოთელებისთვის ეს პირველი გამარჯვებაა, მაგრამ ჯერჯერობით ცხრილის ფსკერზე რჩებიან, ოღონდ ახლა კონკურენტს მხოლოდ ქულით ჩამორჩებიან.

„დიდ 10“-ში დაწინაურების კუთხით მნიშვნელოვანი იქნება მომავალი, მე-12 ტური, რომელშიც „დინამო“ „ბაგრატს“ „ავჭალაზე“ დაუხვდება. ამ მომენტისთვის ქუთაისელები მდევარს 3 სატურნირო ცხრილით უსწრებენ და თუ მოიგეს, „დიდი 10“-ის პირდაპირ საგზურს დაიბევებენ, ხოლო „დინამოს“ გამარჯვების შემთხვევაში მისი ჩანაცვლების შანსი გაუჩნდება. მეორეადგილოსანი „დიდი 10“-ის მე-9 პოზიციაზე გასულ გუნდთან უძლიერესთა შორის მოხვედრისთვის გადათამაშებას გამართავს.

რაც შეეხება ქვედა პოზიციაზე მყოფ გუნდებს, ბოლოადგილოსანი რეგიონალურ გათამაშებაში დაქვეითდება, ხოლო მე-7 ადგილოსანი რეგიონალური ლიგის მეორე გუნდთან ორრაუნდიან გადათამაშებას გამართავს.

2015/2016 წლის საქართველოს პირველობა. I ლიგა

კახეთი [პატარძეული] - თიბისი უნივერსიტეტი [თბილისი] 31:17

კოლხი რაინდები [ფოთი] - სტუ [თბილისი] 24:15

ბაგრატი [ქუთაისი] - ივერია [თბილისი] 31:10

ხულიგანა [თბილისი] - დინამო [თბილისი] 3:26

13/03

კლუბი ქალაქი

+პ

+ნ

-დ

გატ:გაშ

სხვ

1

ბაგრატი ქუთაისი

11

10

0

1

8

1

0

354:088

+266

49

2

დინამო თბილისი

11

10

0

1

6

0

0

391:081

+310

46

3

თიბისი უნივერსიტეტი თბილისი

11

8

0

3

4

1

0

332:149

+183

37

4

ივერია თბილისი

11

6

0

5

4

2

0

232:168

+64

30

5

ხულიგანა თბილისი ^

11

4

0

7

1

2

0

145:200

-55

19

6

კახეთი პატარძეული

11

4

0

7

1

2

0

184:261

-77

19

7

სტუ თბილისი

11

1

0

10

1

1

0

107:445

-338

6

8

კოლხი რაინდები ფოთი

11

1

0

10

0

1

0

082:435

-353

5

XII ტური. 19-20 მარტი

თიბისი - ხულიგანა, დინამო - ბაგრატი, ივერია - კოლხი რაინდები, სტუ - კახეთი

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
18:45 | 15.03.2016
BEERTRANCE (1073)

იმედია ბაგრატი გავა

11:42 | 15.03.2016
BATU'91 (19)

რა ცოდოობა იქნება ბაგრატი ისევ პირველ ლიგაში რომ დარჩეს..

0.08243