სარაგბო “ექვსი ერის” 2010 წლის გათამაშების ფავორიტად, ბუკმეკერები საფრანგეთის ნაკრებს მიიჩნევენ.
საბუკმეკერო კანტორა William Hill-ი, ფრანგთა გამარჯვების შანსებს 2,25 კოეფიციენტით აფასებს, მაშინ, როდესაც მოქმედი ჩემპიონის, ირლანდიის ნაკრების კოეფიციენტი 3,25 შეადგენს. უელსისა და ინგლისის ნაკრებთა შანსები თაბარია - 5,5, შოტლანდიის გამარჯვება 21,0 ფასდება, იტალიის გაპირველება კი - 251,0.
ასევე 2,25 კოეფიციენტით აფასებს ფრანგთა გამარჯვებას Bwin-ი, ირლანდიელების შანსებს - 3,4, ინგლისის მოგებას - 5,5, მერე კი უელსი (6,5), შოტლანდია (23,0) და იტალია მოდიან (201,0).
ტოტალიზატორში ფსონების გაკეთების მოყვარებულებს, Sportingbet-ი ფრანგთა გამარჯვებაზე ყველა დიდ კოეფიციენტს სთავაზობს - 2,5, მას ირლანდია მოსდევს - 3,4, William Hill-ის მონაცემთა მსგავსად, უელსისა და ინგლისის შანსებს აქაც თანაბრად თვლიან - 6,0, შოტლანდიის გამარჯვების შემთხვევაში ფსონი 21,0 შეადგენს, იტალიის კი - 151,0.
“ექვსი ერის” წლევანდელი გათამაშება 6 თებერვალს დაიწყება და მარტის ბოლომდე გაგრძელდება. პირველ ტურში, შაბათს, მოქმედი ჩემპიონი ირლანდია დუბლინში იტალიას უმასპინძლებს (18:30 საათი თბილისი დროით), ინგლისი კი თვიქნემში უელსს დაუხვდება (21:00.). პირველი რაუნდის ბოლო შეხვედრა 7 თებერვალს ედინბურგში შედგება, სადაც შოტლანდიელთა მეტოქე ფავორიტად მიჩნეული საფრანგეთი იქნება (19:00).
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია